|
2019-07-29 17:23:05, 1284 ნახვა
საზოგადოება
ქაღალდის ნარჩენების შეგროვების კონკურსში გამარჯვებული სკოლები დაჯილდოვდნენ
საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ქაღალდის ნარჩენების შეგროვების კონკურსში გამარჯვებული სკოლების დაჯილდოების ღონისძიება და ახალგაზრდული კონკურსის „კანის ლომები 2019“ ფარგლებში, ყოველდღიურ ცხოვრებაში პლასტმასის გამოყენების შემცირებაზე ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილი პოსტერების გამოფენა გაიმართა. კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა და სიგელები გადასცა. „სამინისტრო მიესალმება და მხარს უჭერს ყველა იმ პროექტის განხორციელებას, რომლებიც გარემოს დაცვისა და ნარჩენების მართვის მიმართულებით არსებული პრობლემების გადაჭრას ემსახურება და გამოწვევებს პასუხობს. ჩვენ მხარს ვუჭერთ პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობს ქვეყანაში ნარჩენების თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, რაც, საბოლოოდ, გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება. განსაკუთრებით კი მისასალმებელია ამ მიმართულებით ახალგაზრდა თაობის, თქვენი და თქვენი მეგობრების ყველა ინიციატივა და აქტივობა“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა. პროგრამას „ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში, ფაზა II (WMTR II)’’, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს სამ რეგიონში (კახეთი, აჭარა, შიდა ქართლი) და თბილისში ახორციელებს. 2019 წლის მაისსა და ივნისში, პროგრამის მეორე ფაზის ფარგლებში, სამიზნე რეგიონების სკოლებში ქაღალდის ნარჩენების შეგროვების კონკურსი გაიმართა, რომლის მიზანს სკოლებში ნარჩენების დახარისხებისა და გადამუშავების პრაქტიკის პოპულარიზაცია წარმოადგენდა. კონკურსის ფარგლებში, 89 სკოლამ 41 ტონა ქაღალდის ნარჩენი შეაგროვა, რომელიც WMTR II პროგრამის პარტნიორ კომპანიებს გადაეცათ გადასამუშავებლად. შეგროვებული ქაღალდის ნარჩენების რაოდენობის მიხედვით, გამოვლინდა 7 გამარჯვებული სკოლა, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ WMTR II პროგრამის ფარგლებში ორგანიზებულ ხუთდღიან მწვანე ბანაკში. დაჯილდოების ცერემონიას კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) დირექტორი ნანა ჯანაშია, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნუგზარ სამხარაძე და საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორის მოადგილე მიხეილ წერეთელი ესწრებოდნენ.
(NS)
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)