2019-07-29 12:22:41, 1637 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში, მშენებარე ობიექტში ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად, 3 ადამიანი დაშავდა
ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ერთ-ერთ მშენებარე ობიექტში ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად, 3 ადამიანი დაშავდა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, სამივე დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.
არსებული ინფორმაციით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,