11:20 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-07 14:47:04, 736 ნახვა

საზოგადოება
ბათუმის სანაპიროზე საზღვაო სეზონის გახსნასთან დაკავშირებით საჩვენებელი სამაშველო მოქმედებები მოეწყო

ბათუმის სანაპიროზე საზღვაო სეზონის გახსნასთან დაკავშირებით დღეს  საჩვენებელი სამაშველო მოქმედებები მოეწყო, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე  დაესწრო.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, არჩილ ხაბაძემ  ბათუმელ მაშველებს სეზონის გახსნა  პირადად მიულოცა და დამსვენებელთა უსაფრთხოებაზე ზრუნვაში წარმატებები უსურვა.

სამაშველო მოქმედებების დროს  საჭირო ნივთებისა და დამხმარე საშუალებების დანიშნულება და გამოყენების წესი  სამაშველო სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა არჩილ ხაბაძეს პირადად გააცნო. მათ სანაპიროზე განახლებული სამეთვალყურეო კოშკურა, სამაშველო  ეკიპირება და აღჭურვილობა დაათვალიერეს, მოგვიანებით კი  ბათუმის საზღვაო პორტის აკვატორიაში  ყველა საჭირო აღჭურვილობის გამოყენებით საჩვენებელი სამაშველო მოქმედების სიმულაცია გაიმართა.

ღონისძიების ბოლოს,  აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ და საგანგებო სააგენტოს მართვის დირექტორმა ზვიად წაქაშვილმა პროფესიონალ მყვინთავებს პროფესიული გადამზადების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცეს. სეზონურ მაშველებს  კი სპეციალურ სერტიფიკატებთან ერთად სრული სამაშველო ტექნიკა და აღჭურვილობა გადაეცათ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Euromoney Markets Awards - თიბისი საქართველოში ობლიგაციების ბაზრის საუკეთესო ბანკია
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული კატასტროფის გამო შიმშილობა გამოაცხადა
ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი მოლაპარაკებებისთვის რუსეთში გაემგზავრა
მთავრობის ადმინისტრაცია ილია მეორის დაკრძალვის ხარჯებზე - სარეზერვო ფონდიდან 3 მილიონი გამოიყო, შემდეგ კი ეს თანხა 722 645 ლარამდე დაკორექტირდა და 2 277 355 ლარი ბიუჯეტში დაბრუნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics