22:58 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-26 14:45:02, 1762 ნახვა

საზოგადოება
კომერციულ ბანკებში დოლარი 2.93-2.97 ლარი ღირს, სავალუტო ჯიხურებში კი - 2.91-2.94

საქართველოს კომერციულ ბანკებში ერთი დოლარის ღირებულება 2.93-დან 2.97 ლარამდე მერყეობს, ევროს ფასი კი, 3.27-3.35 ლარია.

„საქართველოს ბანკის“ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, 1 აშშ დოლარის შეძენა 2.97 ლარად არის შესაძლებელი, გაყიდვა კი, 2.88 ლარად. 1 ევროს ყიდვა 3.34 ლარად შეგეძლებათ, გაყიდვა - 3.20 ლარად.

„თიბისი ბანკში“ ერთი აშშ დოლარის ყიდვა 2.9800 ლარად არის შესაძლებელი, გაყიდვა - 2.8800 ლარად. ევრო 3.3290 ლარი ღირს, მისი გაყიდვა კი, 3.1990 ლარად.

ბანკ ”ქართუში” 1 დოლარის შეძენა 2.9700 ლარად არის შესაძლებელი, გაყიდვა კი, 2.9000 ლარად. რაც შეეხება ევროს, 1 ევროს ყიდვას 3.3200 ლარად შეძლებთ, გაყიდვას - 3.2200 ლარად.

„პროკრედიტ ბანკში“ 1 დოლარი 2.9750 ლარი ღირს, ხოლო მისი გაყიდვა 2.8750 ლარად არის შესაძლებელი. 1 ევრო 3.3090 ლარი ღირს, გაყიდვის შემთხვევაში კი, 3.2080 ლარს მიიღებთ.

„ბაზის ბანკში“ 1 დოლარი 2.975 ლარი ღირს, მისი გაყიდვა კი, 2.905 ლარად არის შესაძლებელი. ევრო 3.353 ლარი ღირს, მისი გაყიდვა კი, 3.198 ლარად შეგიძლიათ.

„ვითიბი ბანკში“ 1 დოლარის ღირებულება 2,9750 ლარს შეადგენს, ხოლო მისი გაყიდვა 2,8850 ლარად არის შესაძლებელი. ევრო 3,3380 ლარი ღირს, მისი გაყიდვა 3,1880 ლარად არის შესაძლებელი.

„ტერაბანკში“ დოლარის ფასი 2.9750 ლარია, მისი გაყიდვა კი, 2.8850 ლარად შეგიძლიათ. ევროს ყიდვა 3.3220 ლარად არის შესაძლებელი, გაყიდვა 3.1650 ლარად.

 „ფინკა ბანკში“ 1 დოლარი 2.9320 ლარი ღირს, მისი გაყიდვის შემთხვევაში კი, 2.9080 ლარს მიიღებთ. რაც შეეხება ევროს, 1 ევროს ყიდვა 3.2700 ლარად შეგეძლებათ, გაყიდვა 3.2360 ლარად.

რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ღირებულება 2.91-2.94 ლარია, ევრო კი, 3.24-3.29 ლარი ღირს.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ 2.8845 ლარი ეღირება, ევრო კი, 3.2410 ლარი.

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics