22:59 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-26 14:02:54, 1043 ნახვა

საზოგადოება
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“: მოვუწოდებთ ხალვაშს, დაპირებები შეასრულოს და სარედაქციო პოლიტიკაში არ ჩაერიოს

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამების დირექტორი იოჰან ბირსი აცხადებს, რომ აუცილებელია, ქიბარ ხალვაში "რუსთავი 2"-ის სარედაქციო პოლიტიკაში არ ჩაერიოს.

ბირსი მიიჩნევს, რომ ხალვაშმა ამის შესასრულებლად სანდო გარანტიები უნდა წარუდგინოს საკუთარ თანამშრომლებს. 

"მთელი სერიოზულობით მოვუწოდებთ ქიბარ ხალვაშს, რომ შეასრულოს თავისი დაპირებები. მან უნდა წარმოადგინოს სანდო გარანტიები, რომ ის პატივს სცემს ჟურნალისტების სარედაქციო დამოუკიდებლობას. მან ასევე, უნდა უზრუნველყოს კომპანიის ეკონომიკური გადარჩენა. რუსთავი2 -ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა იქნება მთავარი დარტყმა სატელევიზიო პლურალიზმზე, რადგან რუსთავი 2 არის გამონაკლისი მაშინ, როდესაც პრო-სახელისუფლებლო ტელევიზიები ჭარბობენ ბაზარზე. ამიტომაც, ამის [სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა] თავიდან აცილება უნდა მოხდეს. მოკლევადიან პერსპექტივაში, ბალანსი უნდა იყოს დაცული პრო-სახელისუფლებლო და ოპოზიცურ სატელევიზიო არხებს შორის, რათა არსებობდეს პლურალიზმი. გრძელვადიან პერსპექტივაში კი უმნიშვნელოვანესია, რომ ჩატარდეს რეფორმები, რაც შეამცირებს მედია მფლობელებისა და პოლიტიკური პარტიების გავლენას სარედაქციო პოლიტიკაზე საქართველოში. პროცესში სანდო სტრუქტურები უნდა ჩაერთონ, რათა ჟურნალისტები ამ ტიპის ჩარევებისგან დაცულები იყვნენ და მათ ჰქონდეთ საშუალება, რომ მაღალი ჟურნალისტური სტანდარტებითა და ეთიკით იმოქმედონ", - განაცხადა ბირსმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics