22:59 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-25 18:46:43, 1516 ნახვა

საზოგადოება
„შოთა, ქართველ ხალხს ბოდიში მოუხადე“ - უტიაშვილისა და ეკა კვესიტაძის სახლთან აქცია იმართება (ვიდეო)

ჟურნალისტ ეკა კვესეტაძისა და შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის, შოთა უტიაშვილის სახლთან აქცია იმართება.

დემონსტრანტები საცხოვრებელ სახლთან საყვირებით და ბანერებით მივიდნენ და სხვადასხვა ტიპის შეძახილებით სკანდირებდნენ, მათ შორის: „შოთა, ქართველ ხალხს ბოდიში მოუხადე“.

შეკრებილები აცხადებენ, რომ უტიაშვილმა ბოდიში უნდა მოიხადოს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსის გამო, რომელიც აგვისტოს ომს შეეხებოდა.

აქციას ჟურალისტი ეკა კვესეტაძე გამოეხმაურა და შსს-ს სიტუაციის განმუხტვისკენ მოუწოდა.

 „შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgiaახლავე მოაშორეთ ჩემი სახლიდან ყანდიაშვილის შავ-ბნელი რაზმი, რომლებმა ლანძღვა -გინების კორიანტელი დააყენეს და ბაშვები შემიშინეს. ფსკერს ნუ ხვრიტავთ #სირცხვილია პატრული გამოძახებული მყავს და როგორ რეაგირებს მოახდენთ ახლა დაგაკვირდებით,“ - დაწერა facebook-ის საკუთარ ეკა კვესიტაძემ.

გარდა ამისა, კვესეტაძემ არასამთავრობო ორგანიზაციებს რეაგირებისკენ მოუწოდა.

„მეგობრებო, რაც ახლა ჩემს სახლთან ხდება, ვითომ ჩემი ქმრის სტატუსის გამო, პირდაპირ განვიხილავ როგორც ხელისუფლების პირდაპირ ზეწოლას ჩემი, რუსთავი 2ის ჟურნალისტის მისამართით- საერთოდ არაფერი აქვს საერთო ამას შოთას სტატუსთან, ამას აქვს საერთო ჩემს რუსთავი 2-ში დარჩენასთან - თუ ვინმე ამ ხელისუფლებაში ფიქრობს, რომ ასე გამტეხავს ძალიან ცდება. გთხოვთ მოახდინოთ რეაგირება Eka Gigauri Mikheil Benidze Giorgi Mshvenieradze და განსაკუთრებით სახალხო დამცველს Nino Lomjaria გთხოვ შეატყობინე ელჩებს Nino Nakashidze გთხოვ შეატყობინო ყველა საელჩო“, - წერს კვესეტაძე.

შეგახსენებთ, რომ შოთაა უტიაშვილმა facebook-ის საუთარ გვერდზე დაწერა, რომ „აგვისტოს ომმა, თავისი ყველა პლიუს-მინუსით, საქართველოს ამოსუნთქვის საშუალება მისცა. თითქმის ათი წელი, რუსეთი ვერ ახდენდა ჩვენზე, ფაქტობრივად, ვერანაირ ზეწოლას. იცოდნენ, რომ საქართველოს „დაჩმორება“ იოლი არ იქნებოდა. დღეს უკვე, ეს მსხვერპლი წყალშია გადაყრილი“.  









ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics