22:10 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-25 13:34:07, 936 ნახვა

საზოგადოება
მალხაზ მაჩალიკაშვილი კარვის გაშლის აკრძალვის მიზეზის გასარკვევად მერიაში მივა და წერილს შეიტანს

პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელსაც სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების მიზეზით პოლიციამ პარლამენტის წინ კარვის გაშლის უფლება არ მისცა, სიტუაციაში გასარკვევად მერიაში მივა.

მაჩალიკაშვილი პოლიციელებისგან კარვის გაშლის აკრძალვის შესახებ კონკრეტულ დოკუმენტს და ბრძანების გამცემის ვინაობას ითხოვდა.

„ვისგან გაქვს ეს მითითება, რომ აქ სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა ჩატარდეს? მაშინ დამანახე ის საბუთი. შემდგომში მე წავალ იმ ადამიანებთან და ავუხსნი ჩემს ამბავს. ჩემი ბანერიც აქ დგას, კარვის გარეშე არ შემიძლია მე აქ, მეც ხომ დასვენება მინდა, მე ხომ 429 დღე ღამეა აქ ვდგავარ. მე წინააღმდეგობას არ გიწევთ, თქვენ დაიცავით ადამიანთა უფლებები. წელიწად ნახევარია იმას ვითხოვ ამიხსნათ რატომ მოკალით მძინარე ბავშვი. იმ კარვის დასაშლელად, რომელიც აქ მედგა თქვენ ყველა სიბინძურე გამოიყენეთ. მაშინ მერიაში წავალ და იქ ვიკითხავ, მაგრამ ერთია ყველა, ერთ ჯამში იხარშებიან, ყველა იტყუება. ამათ ხომ "ოცნებაში" უნივერსიტეტი აქვთ გახსნილი ტყუილების - როგორ უნდა მოატყუონ ხალხი“, - მიმართა მაჩალიკაშვილმა პოლიციელებს.

მაჩალიკაშვილის შეფასებით, ხელისუფლებას ამ საქმის ეშინია და ყველანაირად ცდილობს მას პროტესტის გამოხატვაში ხელი შეუშალოს.

„ჩვენ ხომ ყველას კარგად გვახსოვს, თავიდან კარვების დადგმისას როგორ წინააღმდეგობას გვიწევდა პოლიცია. შემდეგ გაირკვა, რომ კარვების დადგმის უფლება ყველას აქვს. მაჩალიკაშვილის საქმე ამათ ყველას აზანზარებთ, მეხის დაცემაა ამათთვის. სანამ რეაბილიტაცია დაიწყება, იქამდე მექნება კარავი და მერე ავიღებ. ამათ მაჩალიკაშვილის საქმის ეშინიათ, ეს საქმე თქვენ ყველას ბოლოს მოგიღებთ“,- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

"ექსპრესნიუსის" ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილი და მისი ადვოკატი ქეთი ჩუთლაშვილი მერიაში წერილს დღეს, 16:00 საათზე შეიტანენ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics