|
2019-07-24 22:41:17, 10189 ნახვა
High - Tech
ილონ მასკის კომპანია ადამიანის ტვინზე ექსპერიმენტებს იწყებს
2016 წელს შექმნილი ნანოტექნოლოგიების დარგში მოღვაწე კომპანია Neuralink-მა ლაბორატორიულ თაგვებზე და შიმპანზეზე ექსპერიმენტები წარმატებით ჩაატარა. მომავალი წლიდან იგივე ტიპის ექსპერიმენტი ადამიანის ტვინზეც ჩატარდება. Neuralink-ი არის კომპანია, რომელიც საკმაოდ ვიწრო დარგში მუშაობს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მათი კვლევის სფერო მარტივი, ან ადვილია. კომპანიის საბოლოო მიზანი (გასაგები ენით) ადამიანის ტვინში ნანოჩიპების ინტეგრაცია და მისთვის პრაქტიკულად "ზებუნებრივი" , აქამდე წარმოუდგენელი შესაძლებლობების მინიჭებაას ითვალისწინებს.
ილონ მასკმა თავის ბოლო ინტერვიუში განაცხადა, რომ შიმპანზე, რომელლის ტვინში ჩიპი იქნა ინტეგრირებული , კომპიუტერის მართვა "ტელეპატურად" შეძლო. ჩიპი, რომელზეც კომპანია მუშაობს მინი კომპიუტერს წარმოადგენს, მისი მოცულობა 4X4 მილიმეტრია. მას უერთდება ნანოელექტროდები, რომელებიც ადამიანის თმის სისქეზე 4-ჯერ მცირეა. აღსანიშნავია, რომ ერთ ასეთ ჩიპზე 10 000 ელექტროდის მიმაგრებაა შესაძლებელი. Neuralink-ი ადამიანზე ექსპერიმენტებს უკვე მომავალი წლიდან გეგმავს, ამ დროს უცნობია მოხდება თუ არა ადამიანის ტვინში იგივე ჩიპის ინტეგრაცია, რაც შიმპანზეს შემთხვევაში იქნა გამოყენებული. ვარაუდი იმაზე, რამდენად სწრაფად მოხდება ხილული შედეგების ჩვენება შეუძლებელია, მაგრამ ერთი ნამდვილად ცხადია-ილონ მასკი კიდევ ერთხელ გააოცებს მსოფლიოს ისეთი გამოგონებით, რაც აქამდე არ გვინახავს.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|




ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)