2019-07-24 18:30:46, 1387 ნახვა
საზოგადოება
ხაზარაძე: მრცხვენია, რომ ასეთი პროკურატურისა და შსს-ს ხელში ვართ
„არავის ეგონოს, რომ რამე გამაჩერებს, ვარ მართალი და რამდენჯერაც დამიბარებენ, მოვალ“, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პროკურატურაში შესვლის წინ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ხაზარაძემ განმარტა ის, რაც დღეს გაჟღერდა პროკურატურის მხრიდან, არის აფსურდი.
„გამოძიებას ჩვენ ამ ტრანზაქციაზე მივაწოდეთ სრული ინფორმაცია. თქვენ იცით, რომ რამოდენიმე ორგანიზაციამ ჩაატარა ამის გამოკვლევა. ის, რაც დღეს გააჟღერეს, არის აბსოლუტური აფსურდი და ძალიან მრცხვენია, რომ ასეთი პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში ვართ“, - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან