|
2019-07-24 13:10:37, 4355 ნახვა
მსოფლიო
ლავროვი: დასავლელი კოლეგები, ყველანაირად ცდილობენ, ჩვენი მეზობლები რუსეთს მოწყვიტონ
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაუარესებაში ამერიკის შეერტებულ შტატებს ადანაშაულებს, - ამის შესახებ რუსმა დიპლომატმა Russia Today-სთან ინტერვიუში განაცხადა. ლავროვის განმარტებით, დასავლელი კოლეგები ყველანაირად ცდილობენ, მეზობელი ქვეყნები რუსეთის ფედერაციას მოწყვიტონ. „ყოველივე ეს იმის გამო ხდება, რომ ჩვენი დასავლელი კოლეგები, უპირველეს ყოვლისა, შეერთებული შტატები, ყველანაირად ცდილობენ, მოწყვიტონ ჩვენი მეზობლები რუსეთის ფედერაციას. ჩვენ არასდროს არ გვსურდა, რომ საქართველოსთან ურთიერთობები გაფუჭებულიყო. 2008 წელს სწორედ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს საქართველომ გაწყვიტა ჩვენთან დიპლომატიური ურთიერთობები. ვიმეორებ, ქართველი ხალხისადმი ნეგატიური და მიკერძოებული დამოკიდებულება არ გვაქვს, პირიქით, საუკუნეების განმავლობაში ჩვენ ვცხოვრობდით ერთდ, ვაფასებთ ერთმანეთის კულტურასა და წეს-ჩვეულებებს“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)