|
2019-07-23 12:30:47, 1701 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სახლის ფილიალებში შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთი ახალი სერვისი დაინერგა
23 ივლისიდან, იუსტიციის სახლის ფილიალებში, მომხმარებელი კიდევ ერთი ახალი სერვისის - „ცნობა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის შესახებ“ მიღებას შეძლებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთან თანამშრომლობით, სერვისის დანერგვისთვის საჭირო ყველა პროცესი დასრულებულია და უკვე დღეიდან მომხმარებელს სერვისის შეუფერხებლად, იუსტიციის სახლისთვის ჩვეული მაღალი ხარისხით მიეწოდება. „შინაგან საქმეთა სამინისტროს და იუსტიციის სამინისტროს ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო იუსტიციის სახლის მეშვეობით კიდევ ერთ სერვისს ნერგავს, ესა საქართველოს სახელმწიფოს საზღვრის კვეთის შესახებ ცნობის გაცემა. დღეიდან, ყველა დაინტერესებულ პირს, ვისაც უნდა აღნიშნული ცნობის აღება, შეუძლია მიმართოს იუსტიციის სამინისტროს და აიღოს აღნიშნული ცნობა იუსტიციის სახლის მეშვეობით. აღნიშნული გამომდინარეობს იქიდან, რომ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს დაინტერესებული პირებისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის ცნობის აღება და გარდა იმ ადგილებისა, სადაც განთავსებულია მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრები, ასევე შესაძლებელი ჰქონდეს იუსტიციის სამინისტროს ნებისმიერ იუსტიციის სახლში მივიდეს და აიღოს შესაბამისი ცნობა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის შესახებ“, - განაცხადა მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ იმედა მაქაცარაშვილმა. აღნიშნული სერვისი, შსს-ს მომსახურების სააგენტოს სერვისებს შორის, რიგით მეორე ყველაზე მოთხოვნადი დოკუმენტია. სერვისის დამატება იუსტიციის სახლის მომხმარებლისთვის მეტი კომფორტისა და სახელმწიფო სერვისებზე უკეთ წვდომის მიზნით განხორციელდა. „ცნობა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის შესახებ" არის დოკუმენტი, რომელშიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგისტრირებული/აღრიცხული მონაცემების საფუძველზე გაიცემა და ასახულია ინფორმაცია მოქალაქის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ან/და გადმოკვეთის თაობაზე. სერვისით სარგებლობა მოქალაქეებს საქართველოს მასშტაბით იუსტიციის სახლის ყველა ფილიალსა და მომსახურების სააგენტოების ტერიტორიულ ერთეულებში შეუძლიათ. ცნობის მომზადების ვადა და საფასური შეადგენს: 5 დღეში - 20 ლარს; 3 სამუშაო დღეში - 35 ლარს; 1 სამუშაო დღეში - 45 ლარს. იუსტიციის სახლის ფილიალებში შსს-ს სერვისების გაცემა 2017 წელს დაიწყო. პირველ ეტაპზე, დაინერგა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სერვისი - "ცნობა ნასამართლობის შესახებ" რომლითაც დღემდე, იუსტიციის სახლის მეშვეობით, 42 000-მდე მომხმარებელმა ისარგებლა. იუსტიციის სახლის სერვისების მიწოდების უფრო მეტი ეფექტურობისა და ყველა მომხმარებლისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნის მიზნით, ორგანიზაციაში ახალი სერვისების დანერგვის პროცესი კვლავ გრძელდება. უახლოეს მომავალში მომხმარებელი შსს-ს მომსახურების კიდევ ერთი სერვისის -„ცნობა ავტოსატრანსორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" მიღებას შეძლებს. მიმდინარეობს მუშაობა, სხვა უწყებების არაერთი სერვისის დანერგვის მიმართულებითაც, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს საქართველოს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიზნის მიღწევას - კიდევ უფრო გაუმჯობესდეს სერვისებზე ხელმისაწვდომობა და მოქალაქეთა მომსახურების ხარისხი. იუსტიციის სახლი არის ორგანიზაცია, რომელიც მომხმარებელს სახელმწიფო და კერძო სექტორის 450-მდე სერვისს ერთ სივრცეში, მინიმალურ დროსა და კომფორტულ გარემოში აწვდის.
(NS)
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
|
რედაქტორის რჩევით
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)