|
2019-07-23 10:47:02, 1346 ნახვა
საზოგადოება
„გაზგამანაწილებელი“: ივნისში გაზით მოწამვლის ან გარდაცვალების არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა
„გაზგამანაწილებელი“ განცხადებას ავრცელებს. „გაზგამანაწილებელი“ ინტენსიურად განაგრძობს უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში აბონენტების ინფორმირებას, მათი საცხოვრებელი ფართებისა და გაზგაყვანილობისა და კუსტარულად დამონტაჟებული გაზდანადგარების შემოწმებას. კამპანიის ფარგლებში ინტენსიური მუშაობის შედეგია ის, რომ ივნისში გაზით მოწამვლის ან გარდაცვალების არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. კომპანია, პირველ რიგში, მადლობას უხდის იმ აბონენტებს, რომლებმაც გაითვალისწინეს სპეციალისტების რჩევები, შეცვალეს ან მოაწესრიგეს შიდა გაყვანილობა და გაზდანადგარები. მადლობა კომპანიის სპეციალისტებსა და თანამშრომლებს, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ, რათა ყველა აბონენტი დაარწმუნონ უსაფრთხოების ნორმების აუცილებლობაში. განსაკუთრებული მადლობა მედიასაშუალებებს, რომლებიც მუდამ მზად არიან, აქტიურად ჩაერთონ და გააშუქონ უსაფრთხოების კამპანია. აქვე გაგაცნობთ ივნისში კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარების ჩახსნის სტატისტიკას. კომპანიის სპეციალისტებმა გასულ თვეში თბილისში, საცხოვრებელ ბინებში, სულ, 2495 კუსტარულად დამონტაჟებული და სიცოცხლისთვის სახიფათო გაზის დანადგარები ჩაჭრეს. აღსანიშნავია, რომ ბინის მეპატრონეთა უმეტესობა ერთხელ უკვე გაფრთხილებული და ინფორმირებული იყო მოსალოდნელ საფრთხეებზე, გაზის დანადგარები კი ჩახსნილი. თუმცა პირველ ჯერზე მათ ეს გაფრთხილება არ გაითვალისწინეს და ქსელზე წყალგამაცხელებლები და გამათბობელები თვითნებურად მიაერთეს. კომპანია კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ - კუსტარულად და თვითნებურად მიერთებული, გასაკუთრებით კი ღია კამერიანი გაზის დანადგარები საშიშია როგორც თქვენი ოჯახის წევრებისთვის, ისე თქვენს მეზობლად მცხოვრები სხვა ადამიანებისთვისაც. გთავაზობთ 2019 წლის ივნისში თბილისში სიცოცხლისთვის სახიფათო დანადგარების ჩაჭრის სტატისტიკას უბნების მიხედვით. სამგორი - 655 სანზონა - 299 გლდანი - 272 ისანი-ვაზისუბანი - 266 საბურთალო - 158 ჩუღურეთი - 151 ნაძალადევი - 150 კრწანისი - 137 ნუცუბიძე - 113 დიდუბე - 112 დიღომი - 87 წყნეთი - 38 მთაწმინდა - 33 ვაკე - 24 სულ - 2495
(R)
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
საერთაშორისო განათლების ახალი შესაძლებლობები - საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ახალი პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)