|
2019-07-20 13:45:47, 4593 ნახვა
მსოფლიო
სააკაშვილი მომხრეებს მოუწოდებს არჩევნებზე მხარი ზელენსკის პარტიას დაუჭირონ [ვიდეო]
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის მომხრეებს არჩევნებზე უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის პარტიის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. სააკაშვილმა ანალოგიური გადაწყვეტილების მიღება სხვა პარტიებსაც ურჩია, რომლებსაც 5%-იანი ბარიერის გადალახვის ნაკლები შანსი აქვთ. აღსანიშნავია, რომ სააკაშვილის პარტია "ახალ ძალთა მოძრაობა" უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. "ვფიქრობ, რომ პრეზიდენტ ზელენსკის უნდა მივცეთ უმრავლესობის ფორმირების შანსი ძველ პოლიტიკოსებთან დათმობების გარეშე. ახლა თითოეული პროცენტი მნიშვნელოვანია და მე არ მინდა, რომ ჩვენი პროცენტების გამო, რომელმაც შესაძლოა რადაში შესვლის საშუალება მაინც არ მოგვცეს, პარტია ”ხალხის მსახურმა” ვერ მოაგროვოს რამდენიმე პროცენტი იმ შესაძლებლობისთვის, რომ დამოუკიდებლად მოახდინოს მთავრობის ფორმირება. ამიტომ მძიმე დისკუსიების შემდეგ მხარი დავუჭირე შემდეგ გადაწყვეტილებას: ჩვენ ვთხოვთ მომხრეებს მხარი დაუჭირონ ჩვენს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს, სიებით კი, შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ხმა მისცენ ”ხალხის მსახურს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)