21:18 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-20 13:27:57, 2032 ნახვა

საზოგადოება
პაატა სალია „რუსთავი 2“-ის საზოგადოებრივი საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს შეხვდება

საზოგადოებრივი საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით ერთ პოზიციაზე ჩამოვყალიბდებით და პასუხი დაახლოებით 4-5 საათისთვის გვექნება“, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ახლადდანიშნულმა გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ განაცხადა.

სალია „რუსთავი 2“ -ის ჟურნალისტების შეთავაზებას გამოეხმაურა, რომელიც ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის და კრიტიკული საინფორმაციო გამოშვებების ხელშეუხებლობის გარანტად საზოგადოებრივი საბჭოს შექმნას შეეხება.

„დღეს გვექნება ჩვენ შეხვედრა ჟურნალისტებთან, გუნდთან, ვისგანაც მოდის ეს შეკითხვა და ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ ამაზე, დაახლოებით, 4-5 საათისთვის, მანამდე პოზიციაზე ჩამოვყალიბდებით. გაცნობებთ აუცილებლად. ყველა გაიგებს ჩვენს დამოკიდებულებას ამასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა სალიამ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, მისაღებია თუ არა აღნიშნული საბჭოს შექმნა, მან თქვა რომ ამასთან დაკავშირებით საბოლოო პასუხი ჯერ არ აქვს, თუმცა დღესვე გააჟღერებს.

„თუ მივიღებთ გადაწყვეტილებას ამასთან დაკავშირებით, მერე ვისაუბროთ კანდიდატურებზე. ახლა არ დგას ასე საკითხი, რომ კანდიდატურებზე ვისაუბროთ. შეიძლება ჩვენ გვქონდეს რაღაც წინადადება, შეიძლება რაღაცა იყოს მისაღები, შეიძლება რაღაც არ იყოს მისაღები. ჯერ არ გავქვს ამაზე კონკრეტული პასუხი. დღეს მექნება“, - განმარტა სალიამ.  

შგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებმა ახალ მფლობელს და გენერალურ დირექტორს სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნების გეგმა შესთავაზეს. გეგმა სამი ნაწილისგან შედგება.

1. მედიისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შეიქმნას „რუსთავი 2“ -ის საზოგადოებრივი საბჭო. საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო - ეკა გიგაური, საია - სულხან სალაძე,ს აქართველოს დემოკრატიული ინიციატივა- გიორგი მშვენიერაძე, სამართლიანი არცევნები- მიხელ ბენიძე, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია - ნატა ძველიშვილი, მედიამკვლევარი - ნინო დანელია, ჟურნალისტი ზვიად ქორიძე, მედიაექსპერტი ლაშა ტუღუში და კიდევ თქვენს მიერ შერჩეული ორი წარმომადგენელი, რომელიც მაღალი ნდობით და რეპუტაციით სარგებლობს საზოგადოებაში ამ საბჭოს განხილვისა და დადასტურების გარეშე „რუსთავი 2“-ის ახალმა მენეჯმენტმა ვერ შეძლოს, იმ თანამშრომლების მიღება და გათავისუფლება, რომლებიც ქმნიან და აგებენ პასუხს საზოგადოებრივ პოლიტიკურ კონტენტზე. (მათ შორის წამყვანები, საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ჟურნალისტები, პროდიუსერები).

2. დაწესდეს მორატორიუმი ნებისმიერ საკადრო გადაწყვეტილებაზე ამ საზოგადოებრივი საბჭოს შექმნამდე.

3. არხის ახალმა მენეჯმენტმა აიღოს ვალდებულება და არ განახორციელოს, რაიმე ქმედება, რომელიც ხელს შეუშლის არხის მაღალრეიტინგული გადაცემების მომზადებას და ეთერში გაშვებას. არ შეცვალოს იმ გასართობი გადაცემების წამყვანები და სარედაქციო გუნდი, რომელიც ფორმატით გასართობი ხასიასთისაა, თუმცა საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ხელისუფლებას დისკომფორტს უქმნის“, -ნათქვამია "რუსთავის 2"-ის საინფორმაციო-პოლიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლების ერთობლივ მიმართვაში.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
საერთაშორისო განათლების ახალი შესაძლებლობები - საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ახალი პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics