20:37 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-19 22:58:19, 1577 ნახვა

საზოგადოება
განახლებული მრგვალი ბაღი საზეიმოდ გაიხსნა - ფოტო

განახლებული მრგვალი ბაღი საზეიმოდ გაიხსნა. საგანგებოდ ამ დღისთვის, ბაღში მუსიკოს დავით ევგენიძის კონცერტი გაიმართა. გარდა ამისა, ბავშვებისთვის გასართობი პროგრამა იყო წარმოდგენილი.

პროექტის ფარგლებში სრულად განახლდა ბაღის ინფრასტრუქტურა: შეიცვალა გარე განათების სისტემა, მიწისქვეშ მოექცა საკომუნიკაციო კაბელები, ავტორის თანხმობითა და მონაწილეობით სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა შადრევანს – ,,პატარა უფლისწული“, ხოლო მის ირგვლივ მოეწყო დრენაჟის ფუნქციის მქონე ბუნებრივი ქვების კომპოზიტური საფარი, დამონტაჟდა სკამები განათებით, ასევე, დეკორატიული სანათები, საფეხმავლო ბილიკი მოპირკეთდა ტრავერტინის ფილებით.

რაც შეეხება გამწვანებას, დაირგო 1000 კვადრატული მეტრი რულონური ბალახი, ჩატარდა მულჩირებისსამუშაოები, მოეწყო სარწყავი სისტემა და დაირგო შემდეგი სახეობის ბუჩქები: ფოტინია, ლოროტეტალუმი, წყავი, ფიტო სპორუმი, უთხოვარი, წყავი და ჭყორი.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დაკვეთით შპს „გრინსერვის+“-მა შეასრულა. პროექტის განხორციელებაში ასევე ჩართული იყო გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური, „თბილსერვის ჯგუფი“ და „ეკოსერვის ჯგუფი:. პროექტის განხორციელებისთვის ჯამში 515 000 ლარი დაიხარჯა.

მრგვალი ბაღის რეაბილიტაციის პროცესში მონაწილეობდნენ კომპანიები „ენსისი“ და „ამბიენსი“, რომლებმაც ბაღში დეკორატიული სანათები და სკამები განათებით უსასყიდლოდ დაამონტაჟეს.

განახლებული მრგვალი ბაღის გახსნას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და თბილისის მერი კახა კალაძე ესწრებიან.

NS



 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
საერთაშორისო განათლების ახალი შესაძლებლობები - საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ახალი პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics