2019-07-19 12:33:14, 1109 ნახვა
საზოგადოება
IRI - მოსახლეობის უმრავლესობა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მომხრეა
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი( IRI) საქართველოში საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.
კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა - 28% ვადამდელი საპარლაამენტო არჩევნების მომხრეა.
უფრო კონკრეტულად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მკვეთრად ეწინააღმდეგება 24%, უფრო ეწინააღმდეგება, ვიდრე ემხრობა 12%, უფრო ემხრობა, ვიდრე ეწინააღმდეგება 24 %, ხოლო 12%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.
ცნობისთვის, IRI-ს დაკვეთით საზოგადოებრივი აზრის კვლევა IPM-მა, 20 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1500 ადამიანი. კვლევის ცდომილება 2.5%-ია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,