19:54 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-18 17:00:06, 2102 ნახვა

საზოგადოება
ილო ბეროშვილი - ქიბარ ხალვაშს მხოლოდ „რუსთავი 2“-ის ლოგო დარჩება

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მუსიკალური პროექტების გუნდი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და ერთობივი განცხადება გააკეთა.

როგორც  „გვიანი შოუს“ წამყვანმა ილო ბეროშვილმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ არხის მუსიკალურ მეგაპროექტებს, შინაარსობრივად ყველაზე ნაკლები შეხება აქვს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან, გუნდი იმავე სულისკვეთებით მუშაობს და იმავე ფასეულებებს იზიარებს, რომელსაც ემსახურება „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახური.

„ჩვენი ტელევიზიის ფასეულობების და დამოუკიდებლობის გარანტი იყო და არის არხის გენერალური დირექტორი. თუ აქამდე ჩვენ გვიცავდა სტრასბურგის დროებითი ღონისძიება, რომელიც თავად სტრასბურგმა გააუქმა, ამიტომა ახლა მთავარი დარტყმა მოდის ნიკა გვარამიაზე. ქიბარ ხალვაშის განცხადებიდნ გამომდინარე, მისი პირველი ნაბიჯი გენერალური დირექტორის მოხსნა იქნება, რომელიც მთლიანად შეცვლის არხის სარედაქციო პოლიტიკას. რაც ჩვენთვის მიუღებელია, რადგან ეს გამოიწვევს ამ სახით არსებული „რუსათვი 2“- ის გაქრობას.  თუ ეს მოხდება, რუსთავი 2-დან დარჩება მხოლოდ ლოგო, რომელიც თუ დავუჯერებთ ჩვენს სასამართლოს, ქიბარ ხალვაშის შექმნილია, სამწუხაროდ, სტრასბურგის სასამართლო ყველაფერში დაეთანხმა ქართული სასამართლოებს და ჩვენი არხი ურთულეს მდგომარეობაში დატოვა. მაგრამ მიუხედავად იმისა, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას დასავლეთისთვის, ჩვენი დამოუკიდებლობისთვის, სიტყვის თავისუფლებისთვის და ქვეყანაში უკეთესი მომავლისთვის. დიდი მადლობა. ყველას დიდი იმედი გვაქვს, რომ გვექნება დიდი მხარდაჭერა“, - აღნიშნა ილო ბეროშვილმა.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
საერთაშორისო განათლების ახალი შესაძლებლობები - საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ახალი პარტნიორობა
მაუწყებლებს, რომლებსაც საინფორმაციო გამოშვება არ აქვთ, უცხოური დაფინანსების მიღება აღარ აეკრძალებათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics