2019-07-18 15:30:51, 1065 ნახვა
საზოგადოება
ხალვაშმა „რუსთავი 2“-ის მესაკუთრედ დარეგისტრირების მოთხოვნით საჯარო რეესტრს უკვე მიმართა
ადვოკატმა პაატა სალიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მესაკუთრედ ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის დარეგისტრირების მოთხოვნით იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრს უკვე მიმართა.
ადვოკატის განცხადებით, ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას მოითხოვს.
„აღსასრულებლად წარვადგინე უზენაესის გადაწყვეტილება და ვიმედოვნებთ, რომ სახელმწიფო შეასრულებს თავის ვალდებულებას. არ არსებობს არანაირი დაბრკოლება, რომ ქიბარ ხალვაში დარეგისტრირდეს „რუსთავი2“-ის მესაკუთრედ“, - განაცხადა სალიამ.
ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან