|
2019-07-17 22:26:31, 2246 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა ქართველ მეცნიერ-ეკონომისტებს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის მუშაობაში, რომელიც რეგიონულ ეკონომიკურ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს შეეხებოდა. მას მეცნიერ-ეკონომისტები და მკვლევარები, აგრეთვე წამყვანი უმაღლესი სასწავლებლების ეკონომიკის პროფესორები დაესწრნენ. შეხვედრამ დისკუსიის რეჟიმში ჩაიარა. მინისტრის მოკლე შესავლის შემდეგ, მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა გამოხატეს საკუთარი მოსაზრება, აგრეთვე დასვეს შეკითხვები საქართველოს ეკონომიკური ვითარების, ქვეყნის განვითარებაზე გარე შოკების გავლენისა და 20 ივნისის მოვლენების შემდეგ შექმნილი მდგომარეობის შესახებ. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ექსპორტისა და ტურიზმის განვითარებასა და ამ კუთხით არსებულ გამოწვევებსა და გამოსვლის გზებზე. მეცნიერებმა ასევე გამოხატეს თავისი მოსაზრება, როგორ აისახება საქართველოს ეკონომიკის განვითარებაზე რუსეთთან შექმნილი ვითარება, აგრეთვე თურქეთში მიმდინარე და მოსალოდნელი პროცესები. მრგვალი მაგიდის დასასრულს, მისი მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება მუშაობა კრებსითი დოკუმენტის - ეკონომიკის განვითარების სტრატეგიის მომზადებაზე, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ქართველი მეცნიერ-ეკონომისტების ხედვები ეკონომიკის განვითარების და ინკლუზიური ზრდის შესახებ „ჩვენ - პირადად მე, აგრეთვე ეკონომიკის სამინისტროს სხვა თანამდებობის პირები პერიოდულად ვხვდებით მეცნიერ-ეკონომისტებს და ექსპერტებს და ერთმანეთს ვუზიარებთ მოსაზრებებს და სიახლეებს სხვადასხვა მიმდინარე ეკონომიკურ საკითხთან დაკავშირებით. ამ ბოლო დროს ძალიან აქტუალურია რეგიონული გამოწვევები. ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური ანალიზი. ჩვენ ვიმსჯელეთ არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის, ტურიზმის სექტორში შექმნილ ვითარებაზე, სხვადასხვა საფრთხეებზე, იმ ნეგატიურ შედეგებზე, რაც ამ საფრთხეებს შეუძლია ეკონომიკურ განვითარებას მოუტანოს და ასევე მათი შერბილების გზებზე," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მრგვალი მაგიდის შემდეგ. მინისტრის განცხადებით, მოხდა შეთანხმება, რომ გაგრძელდება თანამშრომლობა კრებსითი სტრატეგიული დოკუმენტის შექმნაზე, რომელიც არ იქნება მიმართული მხოლოდ დღევანდელ გამოწვევებზე. „ეს იქნება ეკონომიკური სტრატეგია, სადაც თავმოყრილი იქნება ჩვენი და მეცნიერ-ეკონომისტების ხედვები. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება უშუალოდ დოკუმენტზე მუშაობის პროცესიც, რომელშიც ჩართული იქნება ყველა მსურველი აკადემიური წრეებიდან. ამ პროცესს ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ორგანიზებას გავუწევთ," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. მრგვალი მაგიდა ორგანიზაცია „სექტორი 3" - ის ოფისში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და „თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის" ორგანიზებით გაიმართა. NS
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)