08:50 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-16 18:59:50, 1888 ნახვა

ეკონომიკა
ნინო თანდილაშვილი: სამინისტროს პრიორიტეტი ქვეყანაში მწვანე წარმოების ხელშეწყობაა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის,  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და  ფინანსთა სამინისტროების, ასევე,  საბანკო და საფინანსო სექტორის, საერთაშორისო  (UNDP, UNIDO, USAID, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში) და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებმა საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მწვანე ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების შესაძლებლობები განიხილეს.

სამუშაო შეხვედრაზე  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ  მწვანე ეკონომიკა საქართველოს სამთავრობო პროგრამის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

„სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ხელი შეუწყოთ ქვეყანაში ისეთი წარმოების განვითარებას, რომელიც მინიმალურ ზიანს მიაყენებს გარემოს.  ბოლო წლების განმავლობაში,   შევძელით ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) გათვალისწინებული ვალდებულებების შესაბამისი სტანდარტების დანერგვა. სოფლის მეურნეობის დარგს აქვს ყველანაირი რესურსი, რათა მოხდეს მწვანე წარმოების წახალისება  და ბიზნესსექტორი ბიოწარმოებაზე გადავიდეს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ.  

როგორც ნინო თანდილაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ, კერძო ინვესტორებმა, დონორმა ორგანიზაციებმა, მწარმოებლებმა და მომხმარებლებმა, ერთობლივი ძალისხმევით შეიმუშაონ პოლიტიკა ეფექტიანი მწვანე დაფინანსების მობილიზების  მიზნით. შედეგად, მცირე და საშუალო საწარმოების მხრიდან გარემოზე მიყენებული ზიანი  შემცირდება, რაც  დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკასა და ეკოლოგიაზე.

შეხვედრის მონაწილეებმა ის ძირითადი გამოწვევები, ინიციატივები და  ფინანსური მექანიზმები განიხილეს, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი იქნება ენერგოეფექტურობაზე ორიენტირებული ინვესტიციების ზრდის ხელშეწყობა მცირე და საშუალო საწარმოებში.

შეხვედრაზე, საუბარი შეეხო ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ მომზადებულ ანგარიშს, რომელიც ევროკაშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „EU4Environment”  ფარგლებში მომზადდა.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics