|
2019-07-16 10:14:12, 956 ნახვა
საზოგადოება
ქართული ენის კურსები კუმურდოსა და ფოკის ახალგაზრდებისათვის − თეა წულუკიანმა პროექტის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა
იუსტიციის სამინისტროს სისტემა ეთნიკური უმცირესობების მეტი ინტეგრაციისთვის ქართული ენის სწავლების საქმეში 2015 წელს ჩაერთო და, იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, ამ პროცესს დღემდე აგრძელებს. დღეს თეა წულუკიანმა კუმურდოსა და ფოკაში მცხოვრებ 22 მოსწავლეს ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში უმასპინძლა. 14-დან 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდებმა ქართული ენის შემსწავლელი კურსები გაიარეს, დღეს კი თეა წულუკიანმა მათ შესაბამისი სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. მინისტრი ახალგაზრდებს სახელმწიფო ენის ცოდნის აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე ესაუბრა. ოთხი წელია, რაც ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების საზოგადოებრივ ცენტრებში იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ „ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასთან“ თანამშრომლობით ადგილობრივი მოსახლეობისთვის ქართული ენის სწავლების სპეციალური კურსები ტარდება. ამ დროისათვის ქართული ენის კურსები იუსტიციის სამინისტროს თანამედროვე ინფრასტრუქტურაში სხვადასხვა მუნიციპალიტეტის უკვე 300-მდე მსმენელმა გაიარა. პროექტის მიზანია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებზე ზრუნვა და ქართულენოვან საზოგადოებასთან მათი სრულფასოვანი ინტეგრაციის ხელშეწყობა. ყვარლის სასწავლო ცენტრში იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტრენერებმა ახალგაზრდებს გუნდური შეჭიდულობის ტრენინგი ჩაუტარეს სხვადასხვა თემაზე, კერძოდ: „იმოგზაურე საქართველოში“, „გააცოცხლე საქართველოს ისტორია“, „ეზიარე საქართველოს“. მათთვის ჩატარდა თვითპრეზენტაციის უნარების ტრენინგიც. ტრენინგების მიზანი იყო მოზარდებში ქვეყნის უკეთ გაცნობის ინტერესის გაღრმავება, ქართულ კულტურასა და ხალხთან ადაპტაციის პროცესში მათი გაბედულებისა და მოტივაციის გაზრდა, რაც საზოგადოებასთან მათ ინტეგრაციას შეუწყობს ხელს. ახალგაზრდებმა ყვარელში ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის − ილია ჭავჭავაძის − სახელმწიფო მუზეუმი, საგვარეულო კოშკი, საცხოვრებელი სახლი და საგამოფენო დარბაზი დაათვალიერეს. შემოქმედებით-გასართობი ღონისძიების ფარგლებში, მოზარდებს საშუალება მიეცათ, კახეთის სამზარეულოსა და მევენახეობა-მეღვინეობის საუკუნოვან ტრადიციებს გასცნობოდნენ. მინისტრთან ერთად პროექტში მონაწილეობდნენ სსიპ „ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის“ წარმომადგენელი მაია გოზალიშვილი, იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრების პროექტის დირექტორი მარიამ ძაგნიძე და ქართული ენის პედაგოგი კლარა ფოცხვერაშვილი, რომელიც უკვე ათეულობით წელია, ფოკაში ადგილობრივ ახალგაზრდებს ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის.
(NS)
პაპუაშვილი სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - ვისაც იხუტებს ბრიუსელი, ისინი ცდილობენ ზიზღის დათესვას
რუსი ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე თავისუფალია
კობახიძე სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - სახელმწიფო უზრუნველყოფს ეფექტიან რეაგირებას
ბაქო - თბილისი - ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)