2019-07-13 15:18:09, 2065 ნახვა
საზოგადოება
„გამოდი ქვეყნის სამსახურში!“ - ანტისაოკუპაციო აქცია 19:00 საათზე განახლდება
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქცია „სირცხვილია“ დღეს, 19:00 საათზე განახლდება.
აღსანიშნავია, რომ დღეს აქციის 24-ე დღეა.
დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნა შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომაა.
„მინისტრს, რომელმაც გაფრთხილების გარეშე, ჩავლილ საფრთხეზე გასცა აქციის დაშლის ბრძანება და დაქვემდებარებულ ძალოვნებს ხელებაწეული ხალხის რეზინის ტყვიებით დაშლა უბრძანა - ვერ ექნება საზოგადოების ლეგიტიმაცია. გამოდი 19:00-დან ქვეყნის სამსახურში“, - ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან