2019-07-13 14:45:16, 2366 ნახვა
საზოგადოება
„უხამსობა „ტეხავს“ - რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის წინააღმდეგ აქცია გაიმართა
„უხამსობა „ტეხავს“ - ამ სახელწოდებით „ევროპული საქართველოს“ რუსთავის ორგანიზაციის წევრებმა საკრებულოს თავმჯდომარის ლევან ონიანის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს.
დემონსტრანტები ლევან ონიანის მიერ Facebook-ზე გაკეთებულ კომენტარს აკრიტიკებენ, რომელიც ჟურნალისტ ინგა გრიგოლიასა და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას ტელეინტერვიუს ეხება.
„ინგა ჩივის უკონტაქტო გაუპატიურებისთვის“, - დაწერა საკრებულოს თავმჯდომარემ Facebook პოსტის კომენტარებში.
აქციის მონაწილეები ონიანისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვენ.
ფოტო: რადიო თავისუფლება
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან