2019-07-13 11:46:55, 1952 ნახვა
საზოგადოება
რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე ავტოავარიას მამაკაცი ემსხვერპლა
რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცს, რომელიც გზაზე გადადიოდა, ავტომანქანა დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევა გვიიან ღამით მოხდა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან