17:58 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-12 19:58:40, 1802 ნახვა

საზოგადოება
მევენაახეები „რუსთავი 2“-თან საპროტესტო აქციას მართავენ

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წინ მევენახეები საპროტესტო აქციას მართავენ.

დემონსტრანტები ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორს უცენზური ლექსიკით მიმართავენ.

ამასთან, აქციის მონაწილეები გვარამიასგან ბოდიშის მოხდას მოითხოვენ.

„ჩვენ აქ ვართ კახეთიდან ჩამოსულები. მოთმინებასაც თავისი საზღვარი აქვს. იმ ზომამდე მივიდნენ, რომ უკვე ღვინოში ჩაგვიფსეს, რითაც ჩვენ ვცხოვორობთ. ჩვენ აქ ამიტომ ვართ ჩამოსულები. უნდა მოშორდნენ ესენი“, - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანიის დირექტორმა ნიკა გვარამიამ გადაცემა „კვირის აქცენტებში“ ექსპორტიორები შეურაცხმყოფელად მოიხსენია და განაცხადა: „რას ნიშნავს, პუტინი კარგიაო იმიტომ უნდა ვთქვათ, რომ ვიღაცამ ბორჯომი, ღვინო და ნაბეღლავი შეიტანოს რუსეთში? ჩავუფსი სამივეში, ფეხებზე მკიდია. ძალიან დიდი ბოდიში, ქვეყანა ვართ თუ რაღაცა სავაჭრო ობიექტი. გაეთრიეთ და უკრაინაში გაყიდეთ, კაცო“.  

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - ვისაც იხუტებს ბრიუსელი, ისინი ცდილობენ ზიზღის დათესვას
რუსი ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე თავისუფალია
კობახიძე სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - სახელმწიფო უზრუნველყოფს ეფექტიან რეაგირებას
ბაქო - თბილისი - ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics