|
2019-07-10 14:01:32, 1100 ნახვა
საზოგადოება
ტაქსით გადაყვანის ნებართვის მიღება დღეიდან თბილისის იუსტიციის სახლშიც იქნება შესაძლებელი
ტაქსით გადაყვანის ნებართვისა და ტაქსისთვის კატეგორიის შეცვლის სერვისის მიღება, თბილისის მერიასა და რაიონულ გამგეობებთან ერთად, დღეიდან თბილისის იუსტიციის სახლშიც იქნება შესაძლებელი. სერვისი ვრცელდება, როგორც მძღოლის საკუთრებაში, ასევე მესამე პირის, მათ შორის იურიდიული პირის საკუთრებაში მყოფ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე. სიახლის შესახებ ჟურნალისტებთან იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა, სოსო გიორგაძემ ისაუბრა: "სერვისის მისაღებად, მოქალაქეებმა თან უნდა იქონიონ პირადობის ელექტრონული მოწმობა, რომლითაც განახორციელებენ ხელმოწერას. აუცილებელია ხელმოწერის კოდები, - იმ შემთხვევაში, თუ დაკარგეს ან დაავიწყდათ, აქვე, იუსტიციის სახლში შეძლებენ კოდების აღდგენას. იცით, რომ 2018 წელს იუსტიციის სამინისტრომ გაატარა რეფორმა, რის საფუძველზეც უკვე სახლიდან, ან ნებისმიერი წერტილიდან, სადაც ინტერნეტია შესაძლებელია ელექტრონული ხელმოწერის განხორციელება ID ბარათით. შესაბამისად, მოქალაქეებს შეუძლიათ საერთოდ არ გამოცხადნენ არცერთ ფრონტ ოფისში და ლიცენზიის მიღებას შეძლებენ სახლიდან გაუსვლელად. ასევე, ვისაც ვადა გასდის ლიცენზიაზე, შეუძლიათ არ დაელოდონ ვადის გასვლას და მანამდე მოგვმართონ ვადის გასაგრძელებლად, განაახლებენ ნებართვას და ვადის ათვლა დაიწყება იმ დღიდან, როცა ვადა გასდის სწორედ ტაქსის გადაყვანის ნებართვას“, - განაცხადა იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა სოსო გიორგაძემ. თბილისის იუსტიციის სახლში ტაქსით გადაყვანის ნებართვის მიღება შესაძლებელი იქნება 10 ივლისიდან - 1 ოქტომბრამდე, მათ შორის მათთვისაც, ვისაც ამ დროისთვის ჯერ არ აქვთ მინიჭებული შესაბამისი კატეგორია. 1 ოქტომბრიდან კი, თუ ავტოსატრანსპორტო საშუალებას არ ექნება მინიჭებული A ან B კატეგორია, გაცემული ნებართვა გაუქმდება და მფლობელს მისი ხელახლა შეძენა მოუხდება. მოქალაქეებს, მათი ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის მინიჭებული კატეგორიის ცვლილება შეუძლიათ უფასოდ. ტაქსით მომსახურების ნებართვის საფასური ბენზინის ძრავიანი ავტომობილისთვის შეადგენს 100 ლარს, ჰიბრიდული ავტომობილის შემთხვევაში - 50 ლარს, ელექტრო ძრავიანი სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში კი სრულიად უფასოა. ნებართვის მიღების მიზნით განცხადების წარმოდგენისას, მძღოლმა თან უნდა იქონიოს ელექტრონული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი აქტიური PIN და PUK კოდებით. ტაქსით გადაყვანის ნებართვა ძალაშია მისი გაცემის დღიდან - 1 წლის განმავლობაში, ხოლო მათ, ვისაც უკვე აღებული აქვთ ნებართვა და 1-ლი ოქტომბრიდან გასდის ვადა - შეუძლია წინასწარ გააკეთოს განცხადება „სამომავლო ნებართვაზე“, რაც გულისხმობს, რომ ახალი ნებართვის ვადის ათვლა დაიწყება წინა ნებართვის ვადის გასვლის თარიღიდან. 2018 წელს, ტაქსის რეფორმის ეფექტურად განხორციელების მიზნით, იუსტიციის სახლი ჩაერთო აღნიშნულ პროექტში, რომლის ფარგლებშიც იუსტიციის სახლის თანამშრომლები ტაქსის ლიცენზიის მიღების მსურველებს რეგისტრაციაში და ამ ლიცენზიის მოსაპოვებლად ელექტრონული ხელმოწერის დატანაში ეხმარებიან. ასევე, მოქალაქეებს, რომლებსაც პირადობის ელექტრონული მოწმობების კოდები დაკარგული ან ვადაგასული აქვთ, იუსტიციის სახლი კოდების აღდგენის მომსახურების მიღებაშიც გაუწევს დახმარებას. ასევე, აღსანიშნავია, რომ 2018 წელს, იუსტიციის სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმის შედეგად, შესაძლებელი გახდა დოკუმენტებზე სახლიდან გაუსვლელად ID ბარათით ხელმოწერის გაკეთება, შესაბამისად ლიცენზიის მსურველებს შეუძლიათ განაცხადი გააკეთონ ნებისმიერი ადგილიდან, სადაც ხელმისაწვდომია ინტერნეტი, ვინაიდან აღნიშნული სერვისი მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას დაზოგონ დრო და ონლაინ ვებგვერდის - www.taxi.tbilisi.gov.ge-ს გამოყენებით, სახელმწიფო უწყებებში ვიზიტის გარეშე, დამოუკიდებლად განახორციელოს ნებართვის მიღება.
(NS)
რუსების მიერ რუსთაველის თეატრში დადგმულ სპექტაკლს კრიტიკა მოჰყვა, რეჟიმის კულტურის სამინისტრო თავს იმართლებს
თაზო დათუნაშვილი რეჟიმის ინიციატივაზე აკონტროლოს ხალხი - ვინც მათ არ ეთანხმება, ყველას დეჰუმანიზაცია და დემონიზება ხდება პროპაგანდის ყველა საშუალებით
მიქელაძე - ავტორიტარული სისტემები სწორედ ასე აფართოებენ ძალაუფლებას, ჯერ ქმნიან ბუნდოვან და ფართო კატეგორიებს, შემდეგ კი მათზე ზედამხედველობის, მონიტორინგისა და დასჯის აპარატს აშენებენ
ონიანი - დაანონსებული მექანიზმი ცენზურის მექანიზმად გვევლინება და მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ საზოგადოებაში ინტერესთა ბალანსთან
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)