|
2019-07-08 21:19:34, 1173 ნახვა
საზოგადოება
საფრანგეთის განვითარების სააგენტო თბილისში სატრანსპორტო პოლიტიკის ექსპერტებს მოავლენს
საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD) თბილისში სატრანსპორტო პოლიტიკის ექსპერტებს მოავლენს, რომლებიც დედაქალაქისთვის ერთი წლის განმავლობაში სრულიად უსასყიდლოდ იმუშავებენ. ამის შესახებ თბილისის მერის კახა კალაძისა და AFD-ის გენერალური დირექტორის მოადგილის ბერტრან ვალკენერის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა AFD-ის თანამშრომლობისთვის, რაც თბილისში მიმდინარე პროექტების მხარდაჭერაში გამოიხატება. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მხრიდან ორი უმნიშვნელოვანესი პროექტის დაფინანსებას, რომელთაგან ერთ-ერთი ტრანსპორტის ექსპერტიზის მიმართულებას მოიცავს, მეორე კი თბილისის სანიაღვრე ქსელების მოწესრიგებას. კერძოდ, საფრანგეთის განვითარების სააგენტო თბილისში, ერთი წლის განმავლობაში, მოავლენს მაღალკვალიფიციურ ექსპერტებს ტრასპორტის პოლიტიკის კუთხით, რომლებიც ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს დაეხმარებიან, როგორც კვალიფიკაციის ამაღლებაში, ისევე ცალკეული პროექტების დაპროექტებაში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და დიზაინის კუთხით. ექსპერტები ასევე აქტიურად იქნებიან ჩართულები სატრანსპორტო გენერალური გეგმის განხორციელების პროცესში, რაც თავის მხრივ, ფინანსდება აზიის განვითარების ბანკის მხრიდან. გარდა ამისა, საფრანგეთის განვითარების სააგენტო დააფინანსებს თბილისში სანიაღვრე ქსელის კვლევას და ჩაერთვებიან მრავალწლიანი გეგმის შემუშავებაში , რათა წყალმოვარდნების შემთხვევაში, თავიდან იქნეს აცილებული ქუჩებისა და სახლების დატბორვის საფრთხე, მოეწყოს წინასწარი ადრეული შეტყობინების სისტემები და სწორად დაიგეგმოს შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები. „საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. მათი მხრიდან დაფინანსდება ორი უმნიშვნელოვანესი პროექტი, ერთი ტრანსპორტის ექსპერტიზის, მეორე კი - სანიაღვრე და საკანალიზაციო ქსელების მოწესრიგების მიმართულებით. ვფიქრობთ, მომავალში უფრო აქტიური იქნება თანამშრომლობა, რომელიც ექსპერტიზაზე და საუკეთესო გამოცდილების გაზიარებაზე იქნება ორიენტირებული“, - განაცხადა მერის მოადგილე მაია ბითაძემ.
(NS)
რუსების მიერ რუსთაველის თეატრში დადგმულ სპექტაკლს კრიტიკა მოჰყვა, რეჟიმის კულტურის სამინისტრო თავს იმართლებს
თაზო დათუნაშვილი რეჟიმის ინიციატივაზე აკონტროლოს ხალხი - ვინც მათ არ ეთანხმება, ყველას დეჰუმანიზაცია და დემონიზება ხდება პროპაგანდის ყველა საშუალებით
მიქელაძე - ავტორიტარული სისტემები სწორედ ასე აფართოებენ ძალაუფლებას, ჯერ ქმნიან ბუნდოვან და ფართო კატეგორიებს, შემდეგ კი მათზე ზედამხედველობის, მონიტორინგისა და დასჯის აპარატს აშენებენ
ონიანი - დაანონსებული მექანიზმი ცენზურის მექანიზმად გვევლინება და მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ საზოგადოებაში ინტერესთა ბალანსთან
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)