2019-07-06 22:59:13, 1494 ნახვა
საზოგადოება
შეკვეთილში მოშიმშილეს სამედიცინო დახმარება მეორედ დასჭირდა
შეკვეთილში მოშიმშილეს სამედიცინო დახმარება მეორედ დასჭირდა. საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას ის შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
ექიმების რეკომენდაციით, მოშიმშილეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სასურველია მათ შიმშილობა შეწყვიტონ. თუმცა აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პროტესტი არ შეწყდება მანამ, სანამ მათი მოთხოვნა, გახარიას გადადგომის შესახებ, არ დაკმაყოფილდება.
შეგახსენებთ, რომ შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილი სახლთან სამი ადამიანი 13 დღეა, შიმშილობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,