2019-07-06 10:10:12, 1149 ნახვა
საზოგადოება
დემონსტრანტები დღეს „თავისუფალ მარშს“ გამართავენ
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის „სირცხვილია“-ს მონაწილეები 19:00 საათზე მსვლელობას სახელწოდებით „თავისუფალ მარშს“ გამართავენ.
ორგანიზატორების ცნობით, თავისუფლების მარში პარლამენტიდან დაიწყება და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან დასრულდება.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომაა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან