13:39 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-03 12:11:25, 831 ნახვა

საზოგადოება
ლილოს პოლიგონის დასრულებულ უჯრედებში ნარჩენების გადამუშავების კონცეპტუალურ პროექტს ბელგიური კომპანია „ჯეო კონსულტანტი“ მოამზადებს

ლილოს საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონის დასრულებულ უჯრედებში ბიოგაზის მოპოვებისა და მის ღირებულ პროდუქტად გარდაქმნის კონცეპტუალურ პროექტს ბელგიური კომპანია „ჯეო კონსულტანტი“ მოამზადებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, პროექტი ხელს შეუწყობს ნარჩენების პოლიგონის გამართულ ფუნქციონირებას და ამ გზით დედაქალაქის ეკოლოგიური გარემოს გაჯანსაღებას.

„არაერთხელ გვისაუბრია ეკოლოგიაზე და იმაზე, რომ ყველაფერს ვაკეთებთ და უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეკოლოგიური მდგომარეობა გამოსწორდეს. რაც შეეხება ლილოს ნაგავსაყრელს, ის არის უმძიმეს მდგომარეობაში და თუ ჩვენ არ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები,  ძალიან მძიმე შედეგს მივიღებთ.

არსებული ნაგავსაყრელი ფაქტობრივად შევსებულია, იქ არის ძალიან დიდი მასა ნარჩენების, შესაბამისად არის იმის შესაძლებლობა, რომ ამ ნარჩენებიდან მივიღოთ პროდუქტი, ამ შემთხვევაში ბუნებრივ აირზე არის საუბარი.

ზოგადად დაგეგმილი გვაქვს სეპარირება. პირველ საპილოტე პროექტს ჭავჭავაძის გამზირზე ვგეგმავთ. გვინდა, რომ მიწის ქვეშ განთავსდეს სეპარაციის ურნები და ვფიქრობ, ეს პროექტი წარმატებით განხორციელდება. ანალოგიური მიდგომა გვექნება ყველა რაიონში და ყველა უბანში. ამაზე ეტაპობრივად უნდა გადავიდეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კონცეპტუალური პროექტი მოიცავს დეტალურ პროექტირება-მშენებლობას, რომლის სავარაუდო დასრულების თარიღია 2021 წელი. მშენებლობის ტენდერი გამოცხადდება 2019 წლის სექტემბრის თვეში.

  

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე აცხადებს, რომ სოციალურ ქსელებში სტატუსები, განცხადებები, უნდა დარეგულირდეს
გაეცანით საქართველოს ბანკის განახლებულ საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებს
ჩაერთეთ საქართველოს ბანკის განვადების აქციაში და გაინახევრეთ განვადების თანხა
მარნეულში 6 ადამიანი ტორტით მოიწამლა, მოკვლევა დაწყებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics