13:39 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-03 11:43:14, 977 ნახვა

საზოგადოება
Amnesty International - საოკუპაციო ძალები ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით, თვეში საშუალოდ 10 ადამიანს აკავებენ

საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია Amnesty International-ი ანგარიშის „მავრთულხლართებს მიღმა - „ბორდერიზაციით“ გამოწვეული ადამიანის უფლებათა დარღვევები საქართველოში“ მიხედვით, სამოქალაქო პირების ადმიისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე დაკავება ხშირია.

მათივე ცნობით, განსაკუთრებით გაზაფხულზე და ზაფხულში, როცა ადგილობრივებს პირუტყვი საძოვრებზე გაჰყავთ. მიწას ამუშავებენ ან შეშას იმარაგებენ.

ამასთან, საერთაშორისო ამნისტიისთვის EUMM-ისა და ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეების მიერ მოწოდებული ინფორმაციით,  სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის მიმართულებით „საზღვრის უკანოონოდ გადაკვეთის“ ბრალდებით თვეში საშუალოდ 10 ადამიანს აკავებენ.

ქვემოთ მოცემული ცხრილი ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გადაკვეთისთვის საქართველოს ხელისუფლების მიერ რეგისტრირებულ დაკავებებს ასახავს. ეს მონაცემები მხოლოდ იმ შემთხვევებს მოიცავს, როდესაც მოქალაქე თბილისის მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან  გადადის; საქართველოს ხელისუფლება სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის მხრიდან მომავალი მოქალაქეების დაკავების  თაობაზე ინფორმაციას არ ფლობს.

2008 წელი: სამხრეთ ოსეთი/ცხინვალის რეგიონი -7; აფხაზეთი -13.

2009 წელი: სამხრეთ ოსეთი/ცხინვალის რეგიონი -79; აფხაზეთი -91.

2010 წელი: სამხრეთ ოსეთი/ცხინვალის რეგიონი -77; აფხაზეთი -114.

2011წელი: სამხრეთ ოსეთი/ცხინვალის რეგიონი - 140; აფხაზეთი - 84.

2012 წელი: სამხრეთ ოსეთი/ცხინვალის რეგიონი -108; აფხაზეთი -192.

2013 წელი: სამხრეთ ოსეთი/ცხინვალის რეგიონი - 139; აფხაზეთი - 393.

2014 წელი: სამხრეთ ოსეთი/ცხინვალის რეგიონი -142;  აფხაზეთი - 375.

2015 წელი: სამხრეთ ოსეთი/ცხინვალის რეგიონი -163; აფხაზეთი -336.

2016 წელი: სამხრეთ ოსეთი/ცხინვალის რეგიონი - 134; აფხაზეთი -193.

2017 წელი: სამხრეთ ოსეთი/ცხინვალის რეგიონი -126; აფხაზეთი -52.

2018 წელი: სამხრეთ ოსეთი/ცხინვალის რეგიონი -100; აფხაზეთი - 28.

ანგარიში არის Amnesty International-ის ერთწლიანი კვლევის შედეგი. მავთულხლართებს მიღმა: „ბორდერიზაციით" გამოწვეული ადამიანის უფლებათა დარღვევები საქართველოში ააშკარავებს რუსული სამხედრო შენაერთებისა და ძალოვანების მიერ განხორციელებული „ბორდერიზაციის“ გამანადგურებელ გავლენას ადამიანის უფლებებზე საქართველოში. ანგარიში შეეხება გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის, უკანონო დაკავებების, არასათანადო მოპყრობის, ცხოვრების სათანადო დონის გაუარესების, ოჯახური ცხოვრების უფლებისა და რელიგიის თავისუფლების დარღვევის საკითხებს. ანგარიშში შემუშავებულია რეკომენდაციები რუსეთის ფედერაციის, აფხაზეთისა და ცხინვალის დე ფაქტო მთავრობების, საერთაშორისო თანამეგობრობისა და საქართველოს ხელისუფლების მისამართით.

 

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე აცხადებს, რომ სოციალურ ქსელებში სტატუსები, განცხადებები, უნდა დარეგულირდეს
გაეცანით საქართველოს ბანკის განახლებულ საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებს
ჩაერთეთ საქართველოს ბანკის განვადების აქციაში და გაინახევრეთ განვადების თანხა
მარნეულში 6 ადამიანი ტორტით მოიწამლა, მოკვლევა დაწყებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics