13:39 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-03 10:41:50, 982 ნახვა

საზოგადოება
ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა 6%-ით, ხოლო ღირებულება 9%-ით გაიზარდა

2019 წლის პირველ ნახევარში, საქართველოდან მსოფლიოს 44 ქვეყანაში  40,5 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 6%-ით აღემატება.  ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 98 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს,  რაც 2018 წლის ანალოგიურ  მონაცემზე 9%-ით მეტია.

ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: აშშ - 88% (354874 ბოთლი), ჩინეთი - 19% (3554127) და პოლონეთი - 16% (1821802). ზრდა აღსანიშნავია ასევე შემდეგ ქვეყნებში: საფრანგეთი - 120% (55908), ლიეტუვა - 68% (315306), მონღოლეთი - 68% (146892), ბელარუსი - 32% (889002), ისრაელი - 20% (131184), კანადა - 12% (83220), გერმანია - 11% (317771), ესტონეთი - 11% (326966), რუსეთი - 6%, (25582447), მოლდოვა - 3618% (263210 ) და ა.შ.

ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულია: რუსეთი (25582447), უკრაინა (3752488), ჩინეთი (3554127), პოლონეთი (1821802) და ყაზახეთი (1656318).

ადგილწარმოშობის დასახელებებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით ექსპორტირებულია „ქინძმარაული" – 7304286 ბოთლი, "მუკუზანი" – 2328699, „წინანდალი" - 1829563, ახაშენი - 750244, „ხვანჭკარა" – 480890 და ა.შ.

6 თვის მონაცემებით, სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 229-მა კომპანიამ განახორციელა.

ამასთან, მსოფლიოს 18 ქვეყანაში ექსპორტირებულია 12,6 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 50%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 27,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (ზრდა 62%). მსოფლიოს 23  ქვეყანაში ექსპორტირებულია 238 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 34% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 633,2 ათას აშშ დოლარს აღწევს (ზრდა 20%).

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე აცხადებს, რომ სოციალურ ქსელებში სტატუსები, განცხადებები, უნდა დარეგულირდეს
გაეცანით საქართველოს ბანკის განახლებულ საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებს
ჩაერთეთ საქართველოს ბანკის განვადების აქციაში და გაინახევრეთ განვადების თანხა
მარნეულში 6 ადამიანი ტორტით მოიწამლა, მოკვლევა დაწყებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics