13:07 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-02 18:10:23, 1735 ნახვა

საზოგადოება
შეკვეთილში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 14 ჯარისკაცი დაშავდა

ოზურგეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 14 სამხედრო მოსამსახურე დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი, რომლითაც სამხედროები გადაადგილდებოდნენ, შეკვეთილში გადაბრუნდა.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით ქობულეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მარნეულში 6 ადამიანი ტორტით მოიწამლა, მოკვლევა დაწყებულია
ხალხის ტოტალური კონტროლისთვის არ იქნება აუცილებელი მოქალაქის მიმართვა, რეჟიმი თავად მოძებნის კრიტიკოსებს
დეკანოიძე - საკვებ პროდუქტებზე ფასები დაავიწყდათ, სამაგიეროდ, მდინარაძის ფუნქციისთვის კიდევ უფრო მეტი ჩვენი ფული დაიხარჯება
თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სასესხო პორტფელის სავალუტო სტრუქტურის შესახებ რეკომენდაციები გამოაქვეყნა - მკითხველის კომენტარებზე პასუხებთან ერთად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics