|
2019-07-02 17:10:07, 1162 ნახვა
საზოგადოება
აჭარაში ეკოსათავგადასავლო ველობილიკის მოწყობა იგეგმება
მთა მტირალასა და სოფელ ყოროლისთავში ახალი საინტერესო ტურისტული მიმართულების შექმნა იგეგმება, რომლის მიხედვითაც შესაძლოა ბათუმთან ახლოს ტურისტული თავშესაფრები, პანორამული პლატფორმები და 11 კილომეტრიანი ეკოსათავგადასავლო ველობილიკი მოეწყოს ბუნებაში მოგზაურობის მოყვარულთათვის. პროექტი, რომელზეც ტენდერი უკვე გამოცხადდა ითვალისწინებს: • მთა მტირალასა და სოფელი ყოროლისთავის კვლევებზე დაფუძნებული ტურისტული განვითარების გეგმის მომზადებას • განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების არქიტექტურული ნახაზების, პროექტის სადემონსტრაციო-საპრეზენტაციო ვიდეოსა და 3D ვერსიების მომზადებას • მთა მტირალას ტურისტული ბილიკების მარკირების პროექტების მომზადებას „მტირალას მთისა და ყოროლისთავის ტურისტულ მიმართულებად განვითარება გააჩენს კიდევ ერთ საინტერესო ტურისტულ პროდუქტს რეგიონში, რომელიც ხელს შეუწყობს ეკოტურიზმისა და სოფლის ტურიზმის განვითარებასა და პოპულარიზაციას. მტირალას მთა მისი ქალაქთან სიახლოვიდან გამომდინარე ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილი გახდება ბათუმში ჩამოსული ტურისტებისთვის. მთიდან იშლება ზღვისა და მთის ულამაზესი ხედები, სადაც შესაძლებელია მოეწყოს ისეთი ინფრასტრუქტურა, რომელიც ბათუმში ჩამოსული ტურისტებისთვის წვიმის პერიოდშიც ალტერნატიულ ტურისტულ პროდუქტად იქცევა. იგულისხმება მთაზე გადახურული პანორამული პლატფორმებისა და ტურისტული ატრაქციების მოწყობა. ასევე აღსაღნიშნავია, რომ სოფელ ყოროლისთავის მოსახლეობა მოტივირებულია ჩაერთონ ტურისტულ საქმიანობაში და შესთავაზონ ტურისტებს მრავალფეროვანი სოფლის მეურნეობის პროდუქტები,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ. მტირალას მთისა და სოფელ ყოროლისთავის ტურისტული მიმართულებით განვითარების გეგმის მიმზადებას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინიციატივით ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტი „სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში ENPARD 3“, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. ტურისტული განვითარების გეგმის შემუშავებაზე კონკურსი უკვე გამოცხადა და მისი ნახვა მსურველებს შემდეგ ბმულზე შეუძლიათ http://procurement-notices.undp.org/view_notice.cfm?notice_id=57020
(NS)
უკრაინამ სანქტ-პეტერბურგთან ახლოს რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)