2019-06-30 23:37:18, 1168 ნახვა
საზოგადოება
აქციაზე დაშავებული კომაში მყოფი პაციენტი მართვითი სუნქთვის აპარატიდან მოიხსნა
„50 წლამდე მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და მართვითი სუნქთვის აპარატიდან მოიხსნა“, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ გააცნო. მისივე განცხადებით, საზღვარგარეთ სამკურნალოდ დღეს უკვე გაემგზავრა ერთი პირი, მეორე კი ქვეყანას გამთენიისას დატოვებს.
5 პაციენტი განაგრძობს სტაციონარულ მკურნალობას ამ დროისთვის თბილისის სხვადასხვა კლინიკაში. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ჯანდაცვის სამინისტრო სპეციალისტებთან ერთად პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის უწყვეტ მონიტორინგს ახორციელებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან