2019-06-30 20:06:46, 1212 ნახვა
საზოგადოება
მართვით სუნთქვაზე მყოფი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და კონტაქტურია
„მართვით სუნთქვაზე მყოფი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა და კონტაქტურია “, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე ადასტურებს.
მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის, სტაციონარულ მკურნალობას კვლავ 6 პაციენტი განაგრძობს. ჯანდაცვის სამინისტრო სპეციალისტებთან ერთად უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,