12:17 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-30 15:24:52, 1191 ნახვა

საზოგადოება
11 ქალაქის 23 საგამოცდო ცენტრი ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასატარებლად მზად არის

მთელი საქართველოს მასშტაბით 11 ქალაქის 23 საგამოცდო ცენტრი ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასატარებლად და აბიტურიენტთა მისაღებად მზად არის. ​აპლიკანტთა დიდი რაოდენობის გამო დამატებით ორი ცენტრი გაიხსნა ხულოსა და ბათუმში.

წელს საგამოცდო სექტორები გაგრილების სისტემითაა აღჭურვილი. ცენტრებთან გამოცდების პერიოდში მუდმივად იქნება მობილიზებული სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.

პროცესის მიმდინარეობას გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფო გორგოძე მუხიანში, 175-ე სკოლაში გაეცნო.

„სამზადისი თითქმის დასრულებულია. 23-ვე ცენტრში ბოლო დეტალები ზუსტდება. რამდენიმე საათში გვექნება ყველა ცენტრში გენერალური რეპეტიცია. ყველაფერი გაიტესტება ზუსტად ისე, როგორც უნდა იყოს ხვალ. რეპეტიციის შემდეგ უკვე შეიძლება ითქვას, რომ მზად ვიქნებით აბიტურიენტების მისაღებად. ვთხოვ აბიტურიენტებს, არ დაიგვიანონ რეგისტრაციაზე. თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და საგამოცდო ბარათი. ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში შეუძლიათ მიმართონ ცენტრის ცხელ ხაზს“, – განაცხადა ​ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფო გორგოძემ.

პირველ ივლისს, ეროვნული გამოცდების პირველ დღეს, აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში დაწერენ ტესტს.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 41000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა. საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 12000-მდე კანდიდატმა გაიარა. სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩაბარების სურვილი 4600-მდე სტუდენტმა გამოთქვა. მასწავლებლის კომპეტენციას 31500-მდე აპლიკანტი დაადასტურებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სასესხო პორტფელის სავალუტო სტრუქტურის შესახებ რეკომენდაციები გამოაქვეყნა - მკითხველის კომენტარებზე პასუხებთან ერთად
რამდენიმე კვირაში შსს-ში შეიქმნება სამმართველო მოქალაქეთა ტოტალური კონტროლისთვის
მდინარაძე ამტკიცებს, რომ გამოხატვის თავისუფლების გამო დასჯა, არ არის თავისუფლების შეზღუდვა
რეჟიმი შსს-ში შექმნის სპეციალური სამმართველოს, რომლის ფუნქცია იქნება გამოავლინოს და დასაჯოს ოლიგარქის პარტიის კრიტიკოსები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics