|
2019-06-28 20:03:37, 1320 ნახვა
საზოგადოება
დავითაშვილი: უნდა გვქონდეს მკაფიო კომუნიკაცია ყველა ბაზარზე, რათა ქართული ღვინის პოზიციები დავიცვათ
„ჩვენ უნდა გვქონდეს ძალიან მკაფიო კომუნიკაცია ყველა ბაზარზე, ყველა პარტნიორთან, იმისთვის, რომ ქართული ღვინის პოზიციები დავიცვათ“, - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მინისტრმა ასევე, ქართული ღვინის ექსპორტზეც ისაუბრა. „რაც შეეხება ღვინის სექტორს, ის ეკონომიკის ერთ-ერთ დარგია. ზოგადად, სასოფლო- სამეურნეო სექტორი, რომელიც ასაქმებს ქვეყანაში მოსახლეობის დაახლოებით 40%-ს, არის შემოსავლის ძალიან მნიშვნელოვანი წყარო ბევრი მოქალაქისთვის. ამიტომ, თითოეულ ხელისუფალს, მათ შორის, მთავრობის წევრს და განსაკუთრებით ჩემს პოზიციაზე მყოფ ადამიანს, დიდი პასუხისმგებლობა აქვს ჩვენი მოქალაქეების მიმართ. ღვინის სექტორი საკმაოდ დიდია. ის არის მზარდი და მასში რამდენიმე ათასი ადამიანი ჩართული. ჩვენ მივიღეთ მიმართვა ღვინის მწარმოებლებისგან, ეს არის ორი მსხვილი გაერთიანება: ღვინის მწარმოებელთა ასოციაცია და ღვინის მწარმოებელთა გილდია, სადაც ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ უზრუნველყონ პრაგმატული პოლიტიკის პირობებში სტაბილურობა და სექტორის განვითარების შესაძლებლობები. ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი სექტორის მხრიდან. ჩვენი პოზიციაა, რომ გვქონდეს მკაფიო კომუნიკაცია ყველა ბაზარზე, ყველა პარტნიორთან, რათა ქართული ღვინის პოზიციები დავიცვათ. ჩემი პირადი პოზიციაა, რომ ქართული ღვინო საუკეთესოა ხარისხის კუთხით და გამორჩეულია. აქ შეფასებებში მოკრძალებული ნამდვილად არ და ვერ ვიქნები. რაც შეეხება კითხვებს, ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები, მათ შორის, სანიტარული სამსახურების მხრიდან, ამას უნდა გაეცეს კომპეტენტური პასუხები და იმედი მაქვს, ამ კომუნიკაციის საშულება მიეცემა ჩვენ შესაბამის უწყებებს - ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და სურსათის ეროვნულ სააგენტოს, რომლებიც ხარისხის კონტროლზე არიან პასუხისმგებელი. ღვინოსთან დაკავშირებით არსებობს მოთხოვნები, დამატებითი შემოწმებები ქართული ღვინის მიმართ. ეს, რა თქმა უნდა, რთულ მდოგმარეობაში აყენებს მეღვინეებს. ის არასტაბილური ფონი, რომელიც ქვეყანაში შეიძლებოდა შექმნილიყო, პირდაპირ აისახებოდა ამ სექტორზე, იმ მრავალ ათას მევენახეზე, რომლებიც ამ დარგში არიან ჩართულნი. ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, სახელმწიფო სტაბილურობის უზრუნველყოფა, უსაფრთხოების უზრუნველყოფა და თითოეული სექტორის, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო სექტორის, რომელიც ეკონომიკის სტაბილური განვითარების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. ამ კუთხით, შევეცდებით მაქსიმუმს, რომ გვქონდეს პრაგმატული, სწორი, კომპეტენტური და კომუნიკაციები უწყებებთან ექსპერტულ დონეზე. თქვენ მოისმენთ „როსპოტრებნადზორის" განცხადებას, სადაც აღნიშნული იყო, რომ საკმაოდ მაღალი შეფასებები მიეცა საქართველოდან ექსპორტირებულ ხილს, ბოსტნეულს და ცოცხალ პროდუქციას, რომელიც გადის ფიტოსანიტარიული სტანდარტების დაცვით. იმედი მაქვს, „როსპოტრებნადზორის" მხრიდანაც იქნება ადეკვატური შეფასებები ქართული ღვინის ხარისხთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. როგორც მინისტრმა განაცხადა, კონკრეტულად ღვინოსთან დაკავშირებული ექსპორტი თანხობრივად ძალიან დიდი რიცხვია, დაახლოებით 100 მლნ დოლარზე მეტი. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ სავაჭრო ურთიერთობები იმ მნიშვნელოვან ბაზრებთან, რომელიც ჩვენ გვაქვს არამხოლოდ აგროსასურსათო პროდუქციის, არამედ სხვა სავაჭრო პოზიციების მიმართულებით. ჩვენ გავაორმაგეთ გაყიდვები სხვადასხვა ქვეყანაში. საქართველოს გაყიდვების გეოგრაფია გაიზარდა მრავალჯერ, 40-ზე მეტ ქვეყანაში გადის ქართული ღვინო. თუმცა, ბუნებრივ მოცემულობებში, თავისუფალი ბაზრის პირობებში, საქართველოდან ექსპორტი რუსეთის მიმართულებით იქნება მზარდი და ამას გააჩნია ობიექტური ფაქტორები, ისევე როგორც ტურიზმი საქართველოში არის მზარდი. გეოგრაფიული მდებარეობა და ასე შემდეგ განაპირობებს მეტ კომერციულ, სავაჭრო ურთიერთობებს ორ ქვეყანას შორის. ამიტომ, ეს არის მოცემულობა, ეს იქნება ძალიან რთული, დამაზიანებელი ბევრი ჩვენი მოქალაქისთვის, ისევე როგორც ტურიზმის სექტორში. ჩვენ ვხედავთ, რომ ბევრი პატარა მცირე საწარმოსთვის, სასტუმროსთვის ეს არის დამაზიანებელი, მათ თავიანთი ინტერესები გააჩნიათ. ისინი სახელმწიფოს სთხოვენ, რომ სწორი პოლიტიკა აწარმოონ. ასევეა, ღვინის სექტორში, სადაც ჩვენ კონცენტრაცია არ გვაქვს ისეთი მაღალი, ჩვენთან საკმაოდ გაიზარდა მწარმოებელთა რაოდენობა, რამდენიმე ასეულია, ბევრი საშუალო და მცირე მეწარმე გვყავს და მათ უკან, კიდევ რამდენიმე ათასი ადამიანია ჩართული. ამიტომ, პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც გადის სწორ კომუნიკაციაზე ჩვენი მხრიდან არის მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
(NS)
მდინარაძე ამტკიცებს, რომ გამოხატვის თავისუფლების გამო დასჯა, არ არის თავისუფლების შეზღუდვა
რეჟიმი შსს-ში შექმნის სპეციალური სამმართველოს, რომლის ფუნქცია იქნება გამოავლინოს და დასაჯოს ოლიგარქის პარტიის კრიტიკოსები
ლიეტუვაში დრონი ჩამოვარდა - წინასწარი დასკვნებით, ის უკრაინული იყო
ცივი იარაღის გამოყენებით მამაკაცს მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)