|
2019-06-28 18:55:13, 1047 ნახვა
საზოგადოება
აღდგენითი მართლმსაჯულების რეფორმას ეგვიპტის დელეგაცია გაეცნო
საქართველოში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის წარმატებული შედეგების გასაცნობად მედიაციის სახლს ეგვიპტის დელეგაცია ეწვია. სტუმრები გაეცნენ საქართველოს გამოცდილებას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და დანაშაულის პრევენციის მიმართულებით. დელეგაციაში შედიოდნენ ადამიანისა და ბავშვთა უფლებებზე მომუშავე სპეციალისტები, სოციალური სოლიდარობის სამინისტროს, პროკურატურის, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. დელეგაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლადო ჯავახიშვილი მიესალმა, რომელმაც სტუმრებს ცენტრის საქმიანობა გააცნო, აღდგენითი მართლმსაჯულების მიმართულებით ქართული გამოცდილება გაუზიარა და დაგეგმილი სიახლეების შესახებ ესაუბრა. შეხვედრაზე მნიშვნელოვანი დრო დაეთმო განრიდებისა და მედიაციის პროგრამებს. შეხვედრას გაეროს ბავშვთა ფონდის, სსიპ „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსა" და საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. სტუმრები დეტალურად დაინტერესდნენ განრიდების პროგრამების მარეგულირებელი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, განხორციელებული რეფორმებით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მნიშვნელობითა და შედეგებით. შეხვედრაზე ეგვიპტის დელეგაციის წარმომადგენლებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია აღდგენითი მართლმსაჯულების პროგრამების განვითარების მიზნით ამოქმედებული სისხლის სამართლის მედიაციის საპილოტე პროგრამის შესახებ. განრიდებისა და მედიაციის პროგრამები კანონთან კონფლიქტში მყოფი 14-დან 21 წლამდე ასაკის ახალგაზრდისთვის წარმოადგენს ერთ შანსს, გარკვეული პირობების შესრულების სანაცვლოდ, ჩადენილ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ალტერნატიული ფორმით აიღოს და ცხოვრება ნასამართლობის, სასჯელის გარეშე განაგრძოს. პროგრამა ეყრდნობა აღდგენითი მართლმსაჯულების კონცეფციას, რომლის მთავარი მიზანი დაზარალებულის და დამზარალებლის ინტერესების გათვალისწინებაა; იგი მიმართულია დანაშაულის პრევენციაზე და ზრუნავს საზოგადოების უსაფრთხოებაზე. პროგრამის ფარგლებში, 2019 წლამდე, განრიდებულია 3632 ახალგაზრდა. მათ შორის არიან როგორც 14-18 წლის არასრულწლოვნები, ისე 18-დან 21 წლამდე ასაკის ახალგაზრდები. არასრულწლოვან განრიდებულთა შორის განმეორებითი დანაშაული 9%-ია, რაც საერთაშორისოდ აღიარებული პრაქტიკის გათვალისწინებით წარმატებული შედეგია. ცნობისთვის, პროგრამა წარმატებულია თუ რეციდივის მაჩვენებელი 20%-ზე ნაკლებია. განრიდება-მედიაციის პროგრამების ზოგად მენეჯმენტს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს "დანაშაულის პრევენციის ცენტრი" ახორციელებს.
(NS)
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)