2019-06-27 23:40:15, 1875 ნახვა
საზოგადოება
„ეს ქვეყანა მხოლოდ შენი არ არის“ - დემონსტრანტები ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან მივიდნენ
აქციის მონაწილეები პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან მივიდნენ.
მსვლელობა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან დაახლოებით 22:30 საათზე დაიწყო. დემონსტრანტებმა ადგილზე თავიანთი მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააჟღერეს, მთავარი მოთხოვნა კი, შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომაა.
მათ ბიძინა ივანიშვილს ყვითელი ბარათები უჩვენეს. ისინი სკანდირებენ: "გაუმარჯოს საქართველოს!", "გაუმარჯოს მშვიდობას".
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან