2019-06-27 19:12:51, 1599 ნახვა
საზოგადოება
29 ივნისიდან საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27 ივნისს, დღის ბოლოდან, 2 ივლისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
უწყების ცნობით, 29 ივნისს - 1 ივლისს მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, ზღვაზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა.
"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს", - აცხადებენ სპეციალისტები.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან