|
2019-06-27 17:09:51, 5798 ნახვა
სამხედრო
ლევან იზორია ბრიუსელში უცხოელ კოლეგებს შეხვდა
ბრიუსელში მიმდინარე ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია შვედეთის, რუმინეთისა და ჰოლანდიის თავდაცვის მინისტრებს შეხვდა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა უცხოელ კოლეგებთან ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებისა და გაღრმავების გზებზე იმსჯელა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებსა და ტოტალური თავდაცვის ძირითად ასპექტებზე. „რუმინეთის თავდაცვის მინისტრთან შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხი განვიხილეთ. შვედ კოლეგასთან საუბარი საქართველოში ტოტალური თავდაცვის სისტემის ჩამოყალიბების კუთხით მიღწეულ შედეგებზე ვისაუბრეთ. ჩვენ ასევე დავინტერესდით, რა კეთდება შვედეთში ამ მიმართულებით, რომ ერთმანეთს გამოცდილება გავუზიაროთ. ჰოლანდიელ კოლეგასთან კიდევ ერთხელ გამოვხატეთ მადლიერება იმ წვლილისთვის, რაც ამ ქვეყანამ შეიტანა ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და, განსაკუთრებით, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის საქმეში, რომლის იუბილესაც ხვალ ვიზეიმებთ საქართველოში და მას ახლო მომავალში ველოდებით საქართველოში“, – განაცხადა ლევან იზორიამ. 26-27 ივნისს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შტაბ-ბინა ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრებს მასპინძლობს. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიის ფორმატში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების დონეზე გამართულ სხდომას დაესწრო და შეხვედრები გამართა ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან და მის მოადგილესთან როუზ გოტმიულერთან.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)