14:29 - 20 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-20 13:38:05, 306 ნახვა

პოლიტიკა
პარტია „გახარია საქართველოსთვის“მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს, მათი საკითხი ნაციონალებისგან ცალკე საქმედ გამოიყოს

პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით შუამდგომლობით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიის კონსტიტუციურობის შეფასების ცალკე საქმედ გამოყოფისა და განხილვის მოთხოვნით, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, განსხვავებული პოლიტიკური პარტიების კონსტიტუციურობის შემოწმების საკითხის ინდივიდუალურად განხილვა ის მინიმუმი სამართლებრივი ვალდებულება და სტანდარტია, რაც ფორმალურად მაინც უნდა შესრულდეს.

ჩვენმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ - „გახარია საქართველოსთვის“ კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით შუამდგომლობით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს ჩვენი პოლიტიკური პარტიის კონსტიტუციურობის შეფასების ცალკე საქმედ გამოყოფისა და განხილვის მოთხოვნით. 

მიგვაჩნია, რომ განსხვავებული პოლიტიკური პარტიების  კონსტიტუციურობის შემოწმების საკითხის ინდივიდუალურად განხილვა ის მინიმუმი სამართლებრივი ვალდებულება და სტანდარტია, რაც  ფორმალურად მაინც უნდა შესრულდეს და „ოცნებამ“ პასუხი გასცეს მისსავე ამომრჩეველს, რა კონკრეტული სამართლებრივი საფუძვლითა და მტკიცებულებებით კრძალავს ერთადერთ ოპოზიციურ საპარლამენტო პარტიას ქვეყანაში, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ყველა კონსტიტუციურ პროცესში, ყველა საერთო ეროვნულ არჩევნებში, ყველა კომისიაში.

ეს ფუნდამენტურად ანგრევს „ოცნების“ ყალბ ნარატივს - თითქოს კრძალავს ე.წ. „ბოიკოტისტებს“, რაც თავის მხრივ, „ოცნების“ მხრიდან ასევე არაკონსტიტუციური მიდგომაა. სარჩელში ერთადერთი საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის დამატება  ადასტურებს, რომ „ოცნების“ მიზანი ქვეყანაში განსხვავებული აზრის არასკონსტიტუციურად გამოცხადება და მისი საბოლოოდ აკრძალვაა, რათა შემდგომ ხელოვნურად შექმნას მართული ოპოზიცია და მისი დალაგებული პოლიტიკური კონფიგურაციით  არჩევნების ილუზია გააჩინოს ქვეყანაში.

კონსტიტუციურ სარჩელში ჩვენი პოლიტიკური პარტიის აკრძალვის მოთხოვნა აბსურდული და ყოველგვარ სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებულია და არსებითად წარმოადგენს 2024 წლის ოქტომბერში ბიძინა ივანიშვილის მიერ  გიორგი გახარიასადმი საჯარო მუქარის გაგრძელებას. ამ მუქარის განხორციელება გიორგი გახარიაზე ჯერ ფიზიკური თავდასხმებით დაიწყო, შემდეგ კი გაგრძელდა მისი პოლიტიკური დევნით შეთითხნილი ბრალდებების საფუძველზე ჩორჩანასა და 20 ივნისთან დაკავშირებით. როგორც ხედავთ, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი გიორგი გახარიას პოლიტიკური განეიტრალებისთვის და ამ მუქარის რეალიზება ჩვენი პოლიტიკური პარტიის აკრძალვით გრძელდება.

ჩვენ მონაწილეობას ვიღებდით ბრძოლის ყველა კონსტიტუციურ ველზე, ყველაზე უთანასწორო ბრძოლებში - იმ მიზნით, რომ დავპირისპირებოდით „ოცნების“ პროპაგანდას და ტყუილებს და ჩვენი მოქალაქეები „ოცნების“ პირისპირ, მარტო არ დაგვეტოვებინა. ახლაც იმავეს ვაპირებთ:

საკონსტიტუციო სასამართლოში გასამართ პროცესში მონაწილეობას, რა თქმა უნდა, მივიღებთ, რათა ეს სამარცხვინო პროცესი დოკუმენტურად დარჩეს საქართველოს ისტორიას ყველა იმ გვარ-სახელით, რომელიც ქვეყანაში განსხვავებული აზრის განადგურებას და ერთპარტიული დიქტატურის დამყარებას უხეიროდ ცდილობს. ყველა მათგანის პასუხისმგებლობა იქნება პერსონალიზებული და ვერავინ შეძლებს მისგან გაქცევას, ვერცერთი ორგანიზატორი, ვერცერთი ხელმძღვანელი და ვერცერთი თანამონაწილე, - განაცხადებს გახარიას გუნდში. 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
გაეცანი საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებს მოსწავლეებისთვის - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
ბოკერია - რეჟიმს უნდა, გააგრძელოს საქართველოს უსაფრთხოების, მომავალი თაობის ხარჯზე გამდიდრება და ძალაუფლების შენარჩუნება საქართველოს მტრების ინტერესების სასარგებლოდ
პარტია „გახარია საქართველოსთვის“მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს, მათი საკითხი ნაციონალებისგან ცალკე საქმედ გამოიყოს
ოპოზიცია დასავლეთის ქვეყნების ელჩებს შეხვდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics