08:50 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-27 14:33:43, 987 ნახვა

საზოგადოება
USAID-ის ახალი პროგრამით სარგებელს ასობით ბენეფიციარი მიიღებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სოფლის მეურნეობის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა.

შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ესწრებოდა, რომელმაც მადლობა გადაუხდა პროგრამის ხელმძღვანელს, ლოუ ფაოროს მხარდაჭერისთვის და პროგრამის  მნიშვნელობაზე ისაუბრა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სოფლის მეურნეობის ხუთწლიანი პროგრამის მიზანია, მდგრადი საბაზრო სისტემების დანერგვის გზით, სოფლის მეურნეობის იმ დარგების განვითარება, რომლებსაც სამუშაო ადგილების შექმნისა და მცირე და საშუალო ზომის საწარმოების  შემოსავლების ზრდის მკაფიო პოტენციალი გააჩნია.

პროგრამა ითვალისწინებს სერტიფიცირების სისტემის სრულყოფის, სოფლის მეურნეობაში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის და შერჩეული ღირებულებათა ჯაჭვების (კენკროვანი კულტურები, მწვანილი, კურკოვანი ხილი, თესლოვანი ხილი (ვაშლი), მალფუჭებადი ბოსტნეული, მანდარინი, სუფრის ყურძენი) ხელშეწყობის საკითხებს.

პროგრამის ხელმძღვანელის, ლოუ ფაოროს განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო მოხარულია საქართველოში ახალი პროექტის დაწყებით, რადგან ქვეყანაში სოფლის მეურნეობას განვითარების დიდი პოტენციალი აქვს.

მნიშვნელოვანია, რომ USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა ტექნიკური ცოდნის შეძენისა და გაღრმავების თვალსაზრისით, სარგებელს 150 ათას ბენეფიციარს მოუტანს. მიზნობრივ ტექნიკურ დახმარებას კი, 500 მცირე და საშუალო ზომის საწარმო, კოოპერატივი, მომსახურების/კონსულტაციის მიმწოდებელი და ასოციაცია მიიღებს.

შეხვედრას USAID-ის ექსპერტები და სამინისტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics