11:36 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-27 12:43:52, 1074 ნახვა

საზოგადოება
„თიბისი სტატუსის“ იღბლიანი მომხმარებელი ოჯახთან ერთად პარიზის „დისნეილენდში“ მიემგზავრება

„თიბისი ბანკის“ პერსონალური საბანკო მომსახურების - თიბისის სტატუსის და „მასტერქარდის" გათამაშების გამარჯვებულის ვინაობა ცნობილია. მაკა ჩაჩიბაიამ 29 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით მასტერქარდ სტატუს ბარათით ყველაზე მეტი ტრანზაქცია განახორცელა. გათამაშების პირობების თანახმად ის 28 ივნისს ოჯახთან ერთად პარიზის „დისნეილენდში" "ვარსკვლავური ომების" VIP ტურში ერთად მიემგზავრება. საგზური მოიცავს მგზავრობას 4 ადამიანზე, სასტუმროში განთავსებასა და "ვარსკვლავური ომების" ტურს გიდის თანხლებით.

გიდი გამარჯვებულ ოჯახს VIP ტურში გაუძღვება, რომელიც „ვარსკვლავურ ომებთან" დაკავშირებულ ყველა მოვლენას მოიცავს. ოჯახი იმოგზაურებს „ვარსკვლავური ომების" პერსონაჟების - ჯაკუს, ჰოთის, ტატუინის, სიკვდილის ვარსკვლავის ეგზოტიკურ სამყაროებში და ბევრ მსგავს ადგილას ლოზუნგით - „ვარსკვლავური ტურები: თავგადასავლები გრძელდება". მათ VIP ოთახში მოხვედრის საშუალებაც ექნებათ, სადაც გარედან დააკვირდებიან ვარსკვლავური ხომალდის მოძრაობებს. ტურის მონაწილეებს ახალი მისია ელით: დალაშქრონ ვარსკვლავური ომების ჰიპერ-კოსმოსური მთა, გაერთიანდნენ აჯანყებულთა ალიანსში და ბრძოლით გაიკაფონ გზა იმპერიულ TIE მებრძოლებს შორის. ამის შემდეგ გამარჯვებულები დარტ ვეიდერს შეხვდებიან და მასთან ექსკლუზიური ფოტოს გადაღების შესაძლებლობაც ექნებათ. ბოლოს, გამარჯვებული ოჯახი რესტორნის ზედა სართულზე გამაგრილებელ სასმელებსა და „ვარსკვლავური ომების" თემატიკის წასახემსებელ საშუალებებს დააგემოვნებენ.

აღნიშნულ გათამაშებაში მონაწილეობა თიბისის სტატუსის ყველა მომხმარებელს შეეძლო, რომელიც აქციის პერიოდში მასტერქარდ სტატუს ბარათით ისარგებლებდა. საგზურის მოსაგებად მხოლოდ ტრანზაქციების განხორციელება იყო საჭირო.

 

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მდინარაძე ამტკიცებს, რომ გამოხატვის თავისუფლების გამო დასჯა, არ არის თავისუფლების შეზღუდვა
რეჟიმი შსს-ში შექმნის სპეციალური სამმართველოს, რომლის ფუნქცია იქნება გამოავლინოს და დასაჯოს ოლიგარქის პარტიის კრიტიკოსები
ლიეტუვაში დრონი ჩამოვარდა - წინასწარი დასკვნებით, ის უკრაინული იყო
ცივი იარაღის გამოყენებით მამაკაცს მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics