10:58 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-26 13:08:58, 1104 ნახვა

საზოგადოება
დედაქალაქში დაავადებული ფიჭვების ჭრისა და მათი ახალი ხე-მცენარეებით ჩანაცვლების პროცესი გაგრძელდება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, უახლოეს დღეებში დედაქალაქში დაავადებული ფიჭვების სანიტარიული ჭრები დაიწყება. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

კახა კალაძემ სანიტარიული ჭრების შესახებ საზოგადოება კიდევ ერთხელ გააფრთხილა, რომ შეცდომაში არავინ შეიყვანოს და აღნიშნული ჭრები გადაუდებელი აუცილებლობაა.

„საზოგადოება უკვე ინფორმირებულია იმის შესახებ, რომ სამწუხაროდ, დედაქალაქში ძალიან ბევრი დაავადებული ფიჭვია. ამ თვალსაზრისით მძიმე მდგომარეობაა. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ეს მავნებელი გადამდებია. რა თქმა უნდა, გამხმარი ხეების მოჭრა აუცილებელია. ამავდროულად, ხდება მათი ჩანაცვლება. საგაზაფხულო რგვები უკვე განვახორციელეთ და ანალოგიურად, შემოდგომაზეც ვაპირებთ, რომ მოჭრილი ხეების ნაცვლად, ახალი ხე-მცენარეები დავრგოთ. უახლოეს დღეებში, კონკრეტულ ლოკაციებზე, ქუჩებზე იწყება გამხმარი ფიჭვების ჭრის სამუშაოები. საზოგადოება წინასწარ მინდა გავაფრთხილო, რომ შეცდომაში არავინ შეიყვანოს. ხშირი იყო ამ თემით მანიპულირება, მოსახლეობას ატყუებდნენ, რომ თითქოს, სხვადასხვა მშენებლობის გამო, ჯანსაღი ხეები იჭრებოდა. მგონი, ამ კონტექსტიდან გამოვედით და ყველა ხედავს ჩვენს მიდგომას, როგორია ჩვენი მწვანე პოლიტიკა, ჩვენი დამოკიდებულება მწვანე სივრცეებთან, ქალაქის ეკოლოგიასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, სანიტარიული ჭრების სამუშაოებს თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები შეასრულებენ.

„აღნიშნულ სამუშაოებს ჩვენი სამსახურები ჩაატარებენ, „ეკოსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელობით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გადაუდებელი აუცილებლობაა, რომ დაზიანებული ფიჭვები განადგურდეს, რადგანაც დაავადება გადამდებია და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მასშტაბით, 20 000-ზე მეტი დაავადებული და ხმობადი ხე-მცენარის მოჭრის პროცესი უკვე დაწყებულია. სამუშაოებს „ეკოსერვის ჯგუფი“ ახორციელებს. აღნიშნული ხეები, მოჭრამდე, სპეციალური ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე აღიწერა.

სანიტარიული ჭრების გადაწყვეტილება უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევას ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც, ფიჭვებზე გავრცელებულია Tomicus Destruens-ის სახეობის მავნებელი მწერი. დასკვნის მიხედვით, აუცილებელია მასშტაბური სანიტარიული ჭრების ჩატარება დედაქალაქსა და მის შემოგარენში, ასევე, პარალელურად, სხვა ფიტოსანიტარიული ღონისძიებების განხორციელდება.

უახლოეს მომავალში დაავადებული ხეების მოჭრა დაგეგმილია ისეთ სარეკრეაციო ზონებში, როგორიცაა თამარაშვილის სკვერი, ვერის ბაღი და 9 აპრილის პარკი.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ცივი იარაღის გამოყენებით მამაკაცს მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ინოლა გურგულიას შემოქმედებისადმი მიძღვნილ კონცერტს
ფრანგმა პროკურორებმა ილონ მასკის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყეს.
ირანი გეგმავს, რომ მსოფლიოს უმსხვილესი IT კომპანიებისგან ჰორმუზის სრუტეში კაბელების გაყვანისთვის გადასახადი დააწესოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics