|
2019-06-26 12:33:15, 946 ნახვა
საზოგადოება
მრგვალი ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოს მომავალში დასრულდება
ვაკის რაიონში, მრგვალი ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოს მომავალში დასრულდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, სამუშაოების გაჭიანურება ტენდერში გამარჯვებული კონტრაქტორი კომპანიის არაჯეროვანმა მუშაობამ გამოიწვია, თუმცა აღნიშნული კომპანია ჩანაცვლდა და რეაბილიტაციის პროცესს ახალი კომპანია უძღვება. თბილისის მერმა კომპანიების მხრიდან ვალდებულებების შესრულებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტენდერების გამოცხადების დროს მეტი ყურადღებაა საჭირო. „იცით, რომ კონტრაქტორი კომპანია, რომელიც მრგვალ ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებდა, დათხოვნილ იქნა, რადგან დაკისრებულ მოვალეობას ჯეროვნად ვერ ასრულდებდა. სამწუხაროდ, არის ასეთი შემთხვევები, როდესაც კომპანიები არაკეთილსინდისიერად იქცევიან და ვერ ასრულებენ სამუშაოებს, რასაც ძალიან დიდი ნეგატივი და საზოგადოების მხრიდან გულისწყრომა მოყვება. ეს ზუსტად ასეც უნდა იყოს, მაგრამ ჩვენთვის, მთავრობისთვის, ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ ყველა გვადანაშაულებს ჩვენ. მოსახლეობას არ აინტერესებს, ეს კონტრაქტორის ბრალია, ის ვერ ასრულებს მოვალეობას თუ არაჯეროვნად და არაკეთილსინდისიერად მუშაობს. საზოგადოებას ამას ვერც აუხსნი, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ პასუხისმგებელი, კომპანიებმა ნორმალურად იმუშაონ. მესმის, რომ რთულია, რადგან ეს ყველაფერი ხდება ტენდერის მეშვეობით, თუმცა მუშაობის დროს საჭიროა მეტი ყურადღება. ასეთივე პრობლემა გვქონდა გლდანში, პარკის მშენებლობის დროს, იქაც ანალოგიური დამოკიდებულება იყო - ვერ ასრულებდა კომპანია სამუშაოებს და ისიც დავითხოვეთ. ასევე, ბუშის ქუჩაზე სამუშაოების დროს, მაგრამ ეს ჩვენ გვაზიანებს. ამიტომ, ძალიან დიდი ყურადღებაა საჭირო იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც თავიდანვე ვიცით, რომ ვერ შეასრულებს დაკისრებულ ვალდებულებას. ჯობს, ჩაიშალოს ტენდერი და დრო დაიკარგოს ახალი ტენდერის გამოცხადებაში, ვიდრე ასეთმა კომპანიებმა გვაწვალოს, აწვალოს ხალხი და ამან დისკომფორტი და გაღიზიანება გამოიწვიოს“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ახალ კონტრაქტორს მრგვალი ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასასრულებლად, სამ კვირაზე ცოტა ნაკლები დაჭირდება და ბაღი მთლიანად განახლდება და მოწესრიგდება. „ბაღის ღობეზე ერთმა ადამიანმა დააწერა, მრგვალი ბაღი წერეთელზე გადავიდაო. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობა იყო, თუმცა როდესაც სამუშაოები დასრულდება, ის ისეთი ლამაზი და მოწესრიგებული იქნება, შეიძლება, მართლაც ვერ ვიცნოთ. ასე რომ, მრგვალი ბაღი არსად გადადის, ის ვაკეშია და სამუშაოები უახლოს მომავალში დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. მრგვალი ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ამჟამად, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კომპანია „გრინსერვის ჯგუფი“ ასრულებს. რაც შეეხება განათების მოწესრიგებას, მას „თბილსერვის ჯგუფი“ უზრუნველყოფს. ამ ეტაპზე, უკვე მოწყობილია ბორდიური და ბაღის ირგვლივ დასრულებულია გზის საფარის რეაბილიტაცია. მიმდინარეობს ბაღში არსებული შადრევნის რეაბილიტაციისა და გარე ფილების მოწყობის სამუშაოები. ასევე, ხორციელდება კედლის აღდგენის სამუშაოები. პროექტის ფარგლებში, ბაღში მოეწყობა მხატვრული განათება და მოწესრიგდება სარწყავი სისტემა. ასევე, შეიცვლება დასასვენებელი სავარძლები.
(NS)
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)