10:39 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-26 12:30:44, 879 ნახვა

საზოგადოება
„აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამაში“ 15-დან 18-მდე წლამდე ასაკის ბავშვებიც ჩაერთვებიან

თბილისის მერია „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამაში“ ჩართული ბავშვების ასაკს 15–დან 18–მდე წლამდე ზრდის, - ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეისთვის, 2–დან 15 წლის ჩათვლით ბავშვებს, კომპლექსური თერაპიის 20 სეანსი უფინანსდებათ. 

„ჩვენ ძალიან ბევრი მუშაობა მოგვიწია ცვლილებების განსახორციელებლად. მინდა მადლობა გადავუხადო, ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ამ ცვლილებების განხორციელებაში იღებდნენ მონაწილეობას. აღნიშნულის შედეგად, თბილისის მერიის დაფინანსებას 18 წლამდე ასაკის მოზარდებიც მიიღებენ. ჩვენ ეს ცვლილებები დარგის სპეციალისტებთან ერთად განვახორციელეთ. მათთან მიმდინარეობდა კონსულტაციები. ბავშვები ასაკობრივ ჯგუფებად არიან დაყოფილი და სეანსები მოიცავს მულტიდისციპლინური გუნდის – ფსიქოლოგის, ფსიქიატრის, ნევროლოგის, ქცევითი თერაპევტის, ლოგოპედის, სპეციალური პედაგოგისა და სხვა სპეციალისტების მომსახურებას. ერთი ბავშვის დასაფინანსებლად, თვეში ვაუჩერის ღირებულება 400 ლარია. პროგრამაში ცვლილებების განხორციელების შემდეგ, 12–დან 18 წლამდე მოზარდთა ასაკობრივ ჯგუფში, მულტიდისციპლინური ჯგუფის შემადგენლობაში ბავშვის მშობლის ან მეურვის ჩართვაც იქნება შესაძლებელი. აღნიშნული ცვლილების მიზანია, მშობლის კონსულტირება, სახლის პირობებში ბავშვის დამოუკიდებელი სწავლებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერია „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამას“ 2015 წლის ივლისიდან ახორციელებს. ამ პერიოდში პროგრამის ბიუჯეტი რვაჯერ გაიზრდა და დღეისთვის, 1000 ბავშვის მომსახურებაა შესაძლებელი. 

აღსანიშნავია, რომ პროგრამის ამოქმედების დროს მასში 325 ბავშვი იყო ჩართული.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფრანგმა პროკურორებმა ილონ მასკის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყეს.
ირანი გეგმავს, რომ მსოფლიოს უმსხვილესი IT კომპანიებისგან ჰორმუზის სრუტეში კაბელების გაყვანისთვის გადასახადი დააწესოს
CNN: პენტაგონი ირანზე ახალი დარტყმებისთვის სამიზნეების სიას ამზადებს
უკრაინამ ომის განმავლობაში მოსკოვის ოლქზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმის დროს ენერგეტიკული ობიექტები, თავდაცვის ინდუსტრიის საწარმო და შერემეტიევოს აეროპორტი დაბომბა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics