10:37 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-26 11:28:12, 829 ნახვა

საზოგადოება
თურნავა: პირველად ისტორიაში, ფინეთისა და შვედეთის მიმართულებით პირდაპირი ფრენები გვექნება

უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია WizzAir-ი ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან 12 ახალი ევროპული მიმართულებით შეასრულებს პირდაპირ რეისებს.

როგორც  WizzAir -თან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, მისასალმებელია, რომ რამდენიმეთვიანი ინტენსიური მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და ხელი მოეწერა შეთანხმებას ახალი ავიამიმართულებების დამატების შესახებ.

„ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, მივიღოთ დამატებით ევროპელი ტურისტი. განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ფინეთისა და შვედეთის მიმართულებით, პირველად ისტორიაში, გვექნება პირდაპირი ფრენები. როგორც იცით, სკანდინავიაში საქართველოს მონახულების მიმართ მზარდი ინტერესია და აქედან გამომდინარე, შევძლებთ, რომ ამ  ქვეყნებიდანაც მივიღოთ ტურისტები. ეს არის შედეგი რამდენიმეთვიანი ინტენსიური მოლაპარაკების, რომელიც წარმატებით დასრულდა", - განაცხადა ნათია თურნავამ.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები 12 ახალი ევროპული ავიამიმართულებით შესრულდება. ესენია: ფრანკფურტი, ჰამბურგი, ბადენ-ბადენი, ვენეცია, ნეაპოლი, ნიცა, პიზა, სტოკჰოლმი, ნიურნბერგი, პოზნანი, ჰერაკლიონი, ტურკუ. 

შესაბამის შეთანხმებას დღეს ხელი მოაწერეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ და უნგრული დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „ვიზ ეარის" (Wizz Air) ლოგისტიკის დირექტორმა, ანდრაშ სებოკმა.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფრანგმა პროკურორებმა ილონ მასკის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყეს.
ირანი გეგმავს, რომ მსოფლიოს უმსხვილესი IT კომპანიებისგან ჰორმუზის სრუტეში კაბელების გაყვანისთვის გადასახადი დააწესოს
CNN: პენტაგონი ირანზე ახალი დარტყმებისთვის სამიზნეების სიას ამზადებს
უკრაინამ ომის განმავლობაში მოსკოვის ოლქზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმის დროს ენერგეტიკული ობიექტები, თავდაცვის ინდუსტრიის საწარმო და შერემეტიევოს აეროპორტი დაბომბა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics