10:39 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-26 00:08:08, 1307 ნახვა

საზოგადოება
ბუბა კიკაბიძე რობერტ სტურუას - დიდი ნიჭი და მოქალაქეობა სხვადასხვა რამეა

მსახიობი და მომღერალი ბუბა კიკაბიძე პარლამენტთან მიმდინარე აქციას სოლიდარობას უცხადებს. ამის შესახებ მან რუსთავი 2-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, შემსრულებელზე მეტად ბრძანების გამცემია დამნაშავე, რომელმაც მშვიდობიან მოსახლეობას შეიარაღებული სპეცრაზმი დაუპირისპირა.

"რაც ჩაიდინეს და ისინი რომ შეიყვანეს და რომ ჩამოიყვანეს ეს გავრილოვი, ვიცი, რაც არის, ეს არის პირველი ნაბიჯი, იქ რაღაც სერიოზული გეგმა აქვთ მაგათ. ეს, რა თქმა უნდა, გათვლილი ავანტიურა იყო რუსეთის მიერ, აქედან მხარდაჭერილი, ასე მგონია მე, იმიტომ, რომ ისე არ მოხდებოდა მათი შემოყვანა", — განუცხადა რუსთავი 2-ს კიკაბიძემ.

ის ფიქრობს, რომ რუსი დეპუტატების ქვეყანაში შემოყვანა და სპიკერის სავარძელში ჩასმა ივანიშვილთან გადაწყდა.

"უმაგისოდ იქ ასანთის ყუთს არ გადადებენ, ყველამ ვიცით. იმ ჩვენს პარლამენტში არავინ არ არის იმის გადამწყვეტი, ეგენი უნდა ჩამოვიდნენ, არ ჩამოვიდნენ, სად უნდა დაჯდნენ, მე ისევ ვიძახი, რომ თევზი ფუჭდება თავიდან და ეს უნდა გვახსოვდეს ჩვენ და უბრალოდ ეტყობა, ჩვენ ვგონივართ მთავრობას ლენჩები, იმიტომ, რომ სულ ჩუმად ვართ", — განაცხადა კიკაბიძემ.

ის რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, რობერტ სტურუასაც გამოეხმაურა.

"რობიკო მიხვდება, რაც უნდა ვუთხრა, რაც მაგან ილაპარაკა, ხალხი გადარეულია. გია ყანჩელი, რომელიც მაგის ახლო მეგობარია, მაგანაც თქვა ეს. ეტყობა, იცი, რა არის, დიდი მსახიობი, დიდი ნიჭი და მოქალაქეობა სხვადასხვა რამეა", — ამბობს კიკაბიძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფრანგმა პროკურორებმა ილონ მასკის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყეს.
ირანი გეგმავს, რომ მსოფლიოს უმსხვილესი IT კომპანიებისგან ჰორმუზის სრუტეში კაბელების გაყვანისთვის გადასახადი დააწესოს
CNN: პენტაგონი ირანზე ახალი დარტყმებისთვის სამიზნეების სიას ამზადებს
უკრაინამ ომის განმავლობაში მოსკოვის ოლქზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმის დროს ენერგეტიკული ობიექტები, თავდაცვის ინდუსტრიის საწარმო და შერემეტიევოს აეროპორტი დაბომბა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics